From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ უილიამ უოტერჰაუსი (დ. 6 აპრილი, 1849 ― გ. 10 თებერვალი, 1917) ― ინგლისელი მხატვარი. აკადემიზმისა და პრერაფაელიტთა საძმოს წარმომადგენელი. მის ნამუშევრებში ძირითადად ძველი ბერძნული მითოლოგიისა და მეფე ართურის ლეგენდის ქალი გმირები არიან ასახული.
დაიბადა რომში, ინგლისელი მხატვრების ოჯახში. შემდეგ ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაირიცხა. უოტერჰაუსმა ყოველწლიურ საზაფხულო გამოფენებში მონაწილეობა დაიწყო და ძირითადად ძველი საბერძნეთის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ტილოებს ქმნიდა. ნამუშევრების დიდი ნაწილი ისეთი ავტორების შემოქმედებაზეა დაფუძნებული, როგორებიც არიან: ჰომეროსი, ოვიდიუსი,[12] უილიამ შექსპირი, ალფრედ ტენისონი და ჯონ კიტსი.
უოტერჰაუსის ნამუშევრების უმრავლესობა ბრიტანეთის მთავარ სამხატვრო გალერეებშია გამოფენილი. 2009 წელს ხელოვნების სამეფო აკადემიაში მისი რეტროსპექტივა მოეწყო.
საერთო ჯამში, უოტერჰაუსმა 118 ტილო შექმნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.