![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg/langka-640px-Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg.png&w=640&q=50)
ჯიღაურა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯიღაურა — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ჯიღაურას თემის ცენტრი (ჯიღაურა, ბიწმენდი). მდებარეობს მუხრან-საგურამოს ვაკეზე, მდინარე თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეზე, ზღვის დონიდან 580 მ სიმაღლეზე. ქალაქ მცხეთიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ჯიღაურა | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარემცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯიღაურა |
კოორდინატები | 41°55′25″ ჩ. გ. 44°46′35″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
მოსახლეობა | 175[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,1 % რუსები 1,1 % ასურელები 1,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა
სოფელში მდებარეობს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი. სანერგე გაშენებულია 54 ჰექტარ ფართობზე, სადაც თავმოყრილია 430-მდე ქართული აბორიგენული ვაზის ჯიში.