![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/17/River_Tezami_%2528in_Tskhvarichamia%2529.jpg/640px-River_Tezami_%2528in_Tskhvarichamia%2529.jpg&w=640&q=50)
თეზამი
მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
თეზამი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს იალნოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1477 მ სიმაღლეზე. სიგრძე 28 კმ, საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,25 მ³/წმ. დეკემბერში ჩნდება და თებერვალ-მარტამდეა ყინულნაპირისი. თეზამს იყენებენ სარწყავად.[1] შესართავის სიმაღლე ზღვის დონიდან 518 მ სიმაღლეზეა.
![]() |
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: თეძამი. |
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეზამი (მრავალმნიშვნელოვანი). |
თეზამი | |
---|---|
![]() თეზამი ცხვარიჭამიაში | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | მცხეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სათავე |
იალნოს ქედი 41°53′16″ ჩ. გ. 45°01′29″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1477 მ |
შესართავი |
არაგვი 41°55′36″ ჩ. გ. 44°44′59″ ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 518 მ |
სიგრძე | 28 კმ |
მდინარის სისტემა | არაგვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,25 მ³/წმ |
![]() ![]() |
მდინარე თეზამის მარჯვენა ნაპირზე სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარეობს VIII-IX საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია ცხვარიჭამიას პატარა საყდარი. მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე გაშენებულია სოფელი ცხვარიჭამია. მდინარე თეზმის ნაპირებზე გაშენებულია მრავალი დასახლებული პუნქტი: მათ შორის: ჯიღაურა, ახალსოფელი, არაშენდა, ბურიანი, გალავანი, ნავდარაანთკარი და სხვა.