From Wikipedia, the free encyclopedia
ჯალალ თალაბანი (ქურთ. ﺟﻪﻻﻝ ﺗﺎﻟﻪﺑﺎﻧﻰ; Celal Talebanî; არაბ. جلال طالباني [jalâl tâlabânî]; დ. 12 ნოემბერი, 1933, ქისანჟარი, ერაყი — გ. 3 ოქტომბერი, 2017, ბერლინი, გერმანია) — ქურთი წარმომავლობის ერაყელი პოლიტიკოსი, ერაყის პრეზიდენტი 2005 წლის 6 აპრილიდან. ხელმეორედ აირჩიეს 2006 წლის 22 აპრილს ერაყის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე. პრეზიდენტად აირჩიეს ასევე 2010 წლის 11 ნოემბერს. თალაბანი არის ერაყის ერთ-ერთი მთავარი ქურთული პოლიტიკური პარტიის - ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანების (PUK) დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. იგი ასევე იყო ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს წამყვანი წევრი, რომელიც დაფუძნდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ 2003 წელს ერაყში აშშ-ის შეჭრის შედეგად.
ჯალალ თალაბანი | |
ერაყის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 აპრილი, 2005 – 24 ივლისი, 2014 | |
წინამორბედი | სადამ ჰუსეინი |
მემკვიდრე | ფუად მასუმი |
დაბადებული | 12 ნოემბერი, 1933 სულეიმანია, ერაყი |
გარდაცვლილი | 3 ოქტომბერი, 2017 ბერლინი, გერმანია |
პოლიტიკური პარტია | ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანება |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
2012 წლის 18 დეკემბერს ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი ინსულტით მოათავსეს საავადმყოფოში[1]. ამავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოშიარ ზაბარიმ აღნიშნული ინფორმაცია უარყო[2].
გარდაიცვალა 2017 წლის 3 ოქტომბერს, ბერლინში, გერმანია[3][4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.