წალკის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. 1917 წლამდე ახლანდელი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში, 1921 წლის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ ბორჩალოს მაზრაშია, 1930 წლიდან ხდება დამოუკიდებელი რაიონი. 1963-1964 წლებში შედიოდა თეთრი წყაროს რაიონში. 1965 წლიდან კვლავ გამოეყო ცალკე რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული
წალკის მუნიციპალიტეტი
Thumb
დროშა გერბი
Thumb Thumb

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი წალკა
კოორდინატები 41°35′59″ ჩ. გ. 44°05′26″ ა. გ.
მერი ილია საბაძე     
ფართობი 1050,6 კმ² კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 18 849 კაცი კაცი (2014)
სიმჭიდროვე 19,8[1] კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 46,7 %
სომხები 38,8 %
აზერბაიჯანელები 6,9 %
ბერძნები 6,9 %[2]
საფოსტო ინდექსი 53xx[3]
ოფიციალური საიტი tsalka.gov.ge
Thumb
წალკის მუნიციპალიტეტი
Thumb
წალკის მუნიციპალიტეტი
დახურვა

წალკის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბორჯომის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტები. დასავლეთით ესაზღვრება ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით საზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, რამდენიმე კილომეტრით სცდება ქარელის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტის ფართობია 1050,6 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი წალკა.[4][5]

წალკის მუნიციპალიტეტის მდინარეებია: ქცია (შენაკადებია: მირზაოღლი-ხრამი, ნარდევანი, ოზნი, გუმბათი, თარსონი და სხვა) და ჭოჭიანი (სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 131 კმ²).[4]

ეკონომიკის ძირითადი სექტორები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლებს არის: სოფლის მეურნეობა (ძირითადად მეცხოველეობა და მეკარტოფილეობა), ელექტროენერგეტიკა, მცირე მეწარმეობა (ძირითადად ვაჭრობს და საყოფაცხოვრებო მომსახურება) და საჯარო სამსახურები.[4]

2014 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 18 849 ადამიანს. მუნიციპალიტეტში 42 დასახლებული პუნქტია. მათ შორის 1 ქალაქია — წალკა. მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3200 ადამიანს, ხოლო სოფლის 18 800-ს, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85 % სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 21 ად./კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 ად./კმ²) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.[4]

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით არის 3 000 000 ლარი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლების წყაროა მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, ელექტროენერგეტიკა, მცირე ბიზნესი (ძირითადად ვაჭრობა და მომსახურეობის სერვისი), საჯარო სამსახურები.[4]

გეოგრაფია

რელიეფი

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. პირველი თანრიგის ოროგრაფიული ერთეულებია: სამსრის ქედი, ჯავახეთის ქედი და წალკის ქვაბული.

სამსრის ქედი (ზომები 40X23 კმ) ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში იჭრება. მერიდიანული მიმართულების ქედია, რომელიც აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ანდეზიტის, ანდეზიტ-დაციტის, ბაზალტისა და დიაბაზის ლავებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. ნეოგენური გოდერძის წყება ქმნის ქედის ძირითად ჩონჩხს. მეოთხეული ლავებით კი აგებულია ვულკანური კონუსები, გუმბათები. ქედის მორფოლოგიაში შერწყმულია ტექტონიკური, ვულკანური, ეროზიული, ძველმყინვარული და პერიგლაციალური რელიეფის ფორმები. ქედზე ამართულია მწვერვალი სამსარი (3285 მ), რომელიც ვულკანურ კონუსს წარმოადგენს და ამ კონუსის შიგნით მდებარეობს 3 კმ სიგრძის კალდერა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდის ასევე ჯავახეთის ვულკანური ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთი. აგებულია უმთავრესად ბაზალტური ან ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით, რომლებსაც ვრცელი ტექტონიკური ძალებით თაღისებურათ ამობურცული განფენები წარმოუქმნია. ქედის რელიეფი შედგება ტექტოგენურ-ვულკანური, ვულკანური და პერიგლაციალური ფორმებისაგან. ჯავახეთის ქედზე ამართულია მწვერვალები: დალიდაღი (2661 მ), ბიქეთი (2277 მ), ჭიქიანი (2415 მ) და სხვ. დალიდაღსა და ჭიქიანს შორის მდებარეობს თიქმათაშის უღელტეხილი (2150 მ).

მსხვილი ოროგრაფიული ერთეულია აგრეთვე წალკის პლატო ქვაბული. ჩრდილოეთიდან შემოზღუდულია თრიალეთის ქედის შუა ნაწილით, დასავლეთით ესაზღვრება სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილი, სამხრეთით საზღვრავს ჯავახეთის ქედი. წალკის პლატო აგებულია ნეოგენური დოლერიტული ლავებითა და ტბიურ-მდინარეული ნალექებით. წალკის პლატოს სიმაღლე ცვალებადობს 1500 მ-იდან 1900 მ-მდე. წალკის პლატო ქვაბული იყოფა პატარა ქვაბულებად (ბეშთაშენის, ქიარაკის, ბარმაქსიზის, ბაშკოვის) და მცირე სიგრძის სერებად (წალკის, ბეშთაშენის, ქარსუს, ტაშბაშის).

წალკის სერის ჩრდილოეთ ნაწილში განედური მიმართულებით გაჭიმულია თრიალეთისძირა დახრილი ალუვიური ვაკე, რომლის ფორმებიც შეპირობებულია თრიალეთის ქედის შუა ნაწილიდან ჩამომავალი პატარა მდინარეების ვულკანური და ტექტონიკური შეგუბებით. თრიალეთისძირა ვაკე აგებულია პლიოცენ-მეოთხეული რიყნალებითა და ქვიშებით. იგი დაყოფილია ორ ნაწილად: რეხის ქვაბულად და კაბურის ვაკედ.

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე ჭოჭიანის ლავური პლატო, რომელიც წალკის ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლური ნაწილისაგან გამოყოფილია დაშბაშის სერით და ძირითადად ვრცელდება მდინარე ხრამის მარჯვენა სანაპიროზე. იგი მხოლოდ თავის ჩრდილო ნაწილში გადადის ხრამის მარცხენა სანაპიროზე. ჭოჭიანის პლატო აგებულია პლეისტოცენური ანდეზიტ-ბაზალტებით. გაკვეთილია ხრამისა და მისი მარჯვენა შენაკადის ჭოჭიანის კანიონისებრი ხეობებით. ხრამისა და ჭოჭიანის ხეობათა ჩაჭრის სიღრმე 300-500 მ-ს აღწევს. ხრამისა და ჭოჭიანის ხეობები თავისი უდაბლესი ფსკერისპირა ნაწილებით გრანიტულ მასივს სჭრიან, კრისტალურ საფუძველზე გადაფარებულია ანდეზიტ-ბაზალტური ლავის ქარაფებში ხელოვნურ და ნახევრად ხელოვნურ გამოქვაბულთა ჯგუფებია (მაგ., ეძანის გამოქვაბული), რომლებსაც წარსულში სამხედრო დანიშნულება ჰქონდათ. სოფელ დაშბაშის კიდეზე არის ღრმა ნაპრალები.

წალკის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება ასევე თრიალეთის ქედის სამხრეთი კალთა, რომელიც დანაწევრებულია მდინარეებით: ბეშთაშენით, გუმბათის და მათი შენაკადების ხეობებით. აღსანიშნავია ბეშთაშენის, ქიარაკის, ავრანლოს, აშყალის და ტაშბაშის ღრმა კანიონები.

შიგა წყლები

წალკის მუნიციპალიტეტი ხასიათდება ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით. აქაურ მიწაზე გაედინება მრავალი დიდი თუ პატარა მდინარე, თავიანთი უფრო მცირე შენაკადებითურთ.

მთავარი მდინარეა ქცია, რომელიც აქ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან შემოედინება. მდინარე ქციას მუნიციპალიტეტის ფარგლებში გააჩნია მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადები: მირზაოღლი-ხრამი, ნარდევანი, ოზნი (მარჯვენა შენაკად ბურნაშეთით), გუმბათი, თარსონი, ტუსრები და ა. შ.

შედარებით მოზრდილია მდინარე ჭოჭიანი (სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 131 კმ²), რომელიც იბადება ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე.

წალკის მუნიციპალიტეტის მდინარეების კვებაში მონაწილეობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყალი. წყალმცირობა ზამთარშია, წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ტბებით მდიდარია. აქ გაბნეულია მრავალი მთის ტბა, რომლებიც პატარა სიღრმითა და ფართობით გამოირჩევიან. გამოსაყოფია: ბარეთის, ხადიკის, ლელიანის, ტბის, ჩაპაევკის, გრძელი და ღრმა ტბები.

ბარეთის ტბა მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ზღვის დონიდან 1621 მ-ზე და მოქცეულია სინკლინურ მულდაში. ზედაპირის ფართობი – 1,34 კმ², აუზის – 9,3 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ. წყლის მოცულობა 1,10 მლნ. მ³. ნაპირები სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. წალკის ქვაბულში ზღვის დონიდან 1596 მ სიმაღლეზე მდებარეობს ჩაპაევკის ტბა, რომლის სიღრმეა 2,5 მ.

ხრამის ხეობაში ზღვის დონიდან 1506 მ-ზე მდებარეობს წალკის წყალსაცავი, რომელიც სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავია. მაქსიმალური სიღრმეა – 25 მ, სიგრძე 12 კმ, სიგანე 3 კმ-ზე მეტი. მნიშვნელოვანი ჰიდროლოგიური ობიექტია.

ჰავა

წალკის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში. ტერიტორიის დიდ ნაწილში ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით.

წალკის ქვაბულში მთის სტეპების ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 5,9 °C, იანვრის -4,8 °C, ივლისის 16 °C, აბსოლუტურ მინიმუნი -34 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 33 °C. ნალექები 740 მმ წელიწადში. წალკის მუნიციპალიტეტში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 600-740 მმ-ს უდრის. ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისშია, მინიმუმი – ზამთარში.

მუნიციპალიტეტის მაღალ ადგილებში მთიანეთის სტეპების ჰავაა, იცის მოკლე ზაფხული და ცივი ზამთარი. სამსრის, ჯავახეთისა და თრიალეთის ქედებზე (ყველაზე მაღალ ადგილებში) ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთიანეთის ზომიერად მშრალი ჰავაა.[4]

ნიადაგები

ტერიტორიის ვრცელი ნაწილი უკავია გამოტუტული და კარბონატული მთის შავმიწა ნიადაგებს.

წალკის ქვაბული განირჩევა შავმიწა ტიპის ნიადაგის სიჭარბით. საშუალოდ გამომუტვილი შავმიწები განვითარებულია წალკის სერის სამხრულ კალთებზე სოფელ სანთასა და ბეშთაშენს შორის, ჯავახეთის ქედის ფერდობებზე, სოფელ წინწყაროს აღმოსავლეთით. დეგრადირებული შავმიწები წარმოდგენილია სოფელ რეხასთან და ბედენის ქედის ჩრდილო ფერდობზე.

თრიალეთისძირა ვაკე და ბეშთაშენის ტაფობის ფსკერის ნაწილი დაფარულია შავმიწისებრი გამომუტვილი ძველალუვიური ნიადაგებით. სამსრის, ჯავახეთის და თრიალეთის ქედის კალთებზე განვითარებულია ჯერ ვულკანური მთიანეთის შავმიწისებრი და კორდიანი მთის მდელოს ნიადაგები, შემდეგ კი კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. ყველაზე მაღალ ადგილებში ლაქებად არის წარმოდგენილი კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები.

ლანდშაფტები

წალკის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ლავური პლატო მთის სტეპის მცენარეულობით და შავმიწა ნიადაგებით;
  2. მთისწინეთი გასტეპებული მდელო და შავმიწისებრი ნიადაგებით;
  3. მთის გასტეპებული სუბალპური მდელო, შავმიწისებრი ნიადაგებით;
  4. სუბალპური მდელო მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებით;
  5. ალპური მდელოები, მთის მდელოს მცენარეულობით და პრიმიტიული კორდიან ტორფიანი ნიადაგებით;
  6. საშუალო მები ფოთლოვანი ტყეებით, ტყის ყომრალ ნიადაგებზე.

ფლორა და ფაუნა

ფლორა

ტერიტორია ტყეებს მოკლებულია. ტყესა და ბუჩქნარს უკავია მთელი ტერიტორიის 5,8 ათ. ჰა. აქ ძირითადად გავრცელებულია მთის სტეპები, მარცვლოვანი მცენარეებიდან აღსანიშნავია კეწეწურა, ვაციწვერა, ურო, ნამიკრეფია, ბაია, მაჩიტა, სათითურა, შვრიელა, ტიმოთელა და სხვ. ბუჩქებიდან ხარობს გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი და ჩიტავაშლა. წალკის ქვაბულის მცენარეულობა ძირითადად წარმოდგენილია ზეგნის სტეპებით (გასტეპებული მდელოებით), რომლებშიც გავრცელებულია წყალჭაობური დაჯგუფებები და ყოფილი ტყის უმნიშვნელო ნაშთები, ეს უკანასკნელი დარჩენილია მდინარე ტუსრების (ქციის მარცხენა შენაკადი) აუზში, მთა თავკვეთილის აღმოსავლეთ კალთებზე და სხვ. ჭოჭიანის პლატოს ზედაპირზე გაბატონებული შავმიწიანი ნაირბალახოვან-მარცვლოვანი სტეპების ფონზე წარმოდგენილია წყალჭაობური მცენარეულობის ლაქები.

ფაუნა

თითქმის ყველგანაა კურდღელი, მელა, მგელი და ტურა. გვხვდება არც თუ ისე დიდი რაოდენობით შველი. მუნიციპალიტეტში ფართოდაა მღრღნელებიც: ბუჩქნარის მემინდვრია, ტყის თაგვი, მექვიშია, ზაზუნა და სხვ. გვხვდება ასევე თეთრკბილა ბრუცაც. არის ღამურა.

წალკის წყალსაცავი, მუნიციპალიტეტში მდებარე ტბებითურთ მდიდარია თევზით. წალკის წყალსაცავში ხდება თევზის ინტენსიური რეწვა. მოიპოვება ხრამული, კალმახი, მტკვრის წვერა, ქაშაპი და ა. შ.

დემოგრაფია

Thumb
წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გრაფიკი

მოსახლეობა

1959[6] 1970 1979 1989 1991 2002 2014 2022 2023 2024
45 600 50 471 48 580 44 187 45 300 20 888 18 849 19 632 19 998 20 038

1991 წლიდან წალკის მუნიციპალიტეტი დატოვა 20 ათასმა ბერძენმა. ბერძნების იმიგრაციამ გამოიწვია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მკვეთრი შემცირება. წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 10 წლის განმავლობაში განახევრდა. მუნიციპალიტეტში დასახლებული არიან აჭარელი და სვანი ეკომიგრანტები, ასევე აფხაზეთიდან დევნილები. ეკომიგრანტები წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 50-60% შეადგენენ.[7]

ეთნიკური შემადგენლობა

Thumb
წალკის მუნიციპალიტეტის ეთნიკური რუკა

წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებულია 4 ძირითადი ეთნიკური ჯგუფი: ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და ბერძნები. 200 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ეთნიკური შემადგენლობა მკვეთრად შეიცვალა. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან წაკლის მუნიციპალიტეტი თითქმის გაუკაცრიელი იყო. მოსახლეობა იყო მხოლოდ დასახლება რეხაში. 1829-1832 წლებში რუსეთის იმპერიამ წალკაში ოსმალეთიდან დევნილი სომხები და ურუმები (თურქულენოვანი ბერძნები) დაასახლა. ბერძნები 1991 წლამდე შეადგენდნენ უმრავლესობას.[8] 2002 წლის აღწერის მიხედვით უკვე სომხები იყვნენ უმრავლესობაში.[9] 2014 წლის აღწერის მიხედვით კი ეთნიკური უმრავლესობა ქართველებმა მოიპოვეს.[10]

მეტი ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეული, მოსახლეობა ...
ადმინისტრაციული

ერთეული

მოსახლეობა ქართველები სომხები აზერბაიჯანელები ბერძნები სხვა
რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა %
წალკის მუნიციპალიტეტი 18849 8802 47 7321 39 1316 7 1304 7 106 1
ქ. წალკის ტერიტორიული ორგანო 2 874 2 364 82 32 1 44 2 406 14 28 1
დაბა ბედიანის ტერიტორიული ორგანო 224 107 48 61 27 0 0 27 12 29 13
დაბა თრიალეთის ტერიტორიული ორგანო 634 532 84 58 9 0 0 34 5 10 2
სოფელი ავრანლო 789 460 58 20 3 15 2 276 35 18 2
სოფელი აიაზმი 415 0 0 413 100 2 0 0 0 0 0
სოფელი არწივანი 485 360 74 0 0 8 2 114 24 3 2
არჯევან-სარვანის თემი 660 0 0 0 0 659 100 0 0 1 0
სოფელი აშკალა 960 3 0 954 99 1 0 0 0 5 1
ბარეთის თემი 1043 793 76 1 0 171 16 73 7 5 0
სოფელი ბერთა 152 136 89 0 0 6 4 5 3 5 3
ბეშთაშენის თემი 856 630 74 1 0 51 6 149 17 25 3
სოფელი ბურნაშეთი 305 0 0 305 100 0 0 0 0 0 0
სოფელი განთიადი 583 539 92 0 0 15 3 29 5 0 0
სოფელი გუმბათი 479 458 96 11 2 0 0 10 2 0 0
სოფელი დარაკოვი 588 0 0 583 99 0 0 2 0 3 1
სოფელი დაშბაში 295 5 2 276 94 0 0 9 3 5 2
სოფელი თეჯისი 243 0 0 0 0 243 100 0 0 0 0
სოფელი კაბური 298 1 0 297 100 0 0 0 0 0 0
სოფელი კიზილ-ქილისა 1252 1 0 1252 100 0 0 0 0 0 0
კოხტას თემი 637 558 88 0 0 34 5 36 6 9 1
სოფელი კუში 532 1 0 528 99 0 0 0 3 1
სოფელი ნარდევანი 1055 5 0 1044 99 4 0 0 0 2 0
სოფელი ოზნი 485 0 0 484 100 0 0 0 0 1 0
სოფელი რეხა 328 283 86 1 0 2 1 42 13 0 0
სოფელი სამება 693 633 91 8 1 0 0 44 6 8 1
სოფელი საყდრიონი 567 550 97 0 0 2 0 15 3 0 0
ჩივთ-ქილისას თემი 392 0 0 392 100 0 0 0 0 0 0
წინწყაროს თემი 285 197 69 27 9 32 11 29 10 0 0
სოფელი ხანდო 184 184 100 0 0 0 0 0 0 0 0
სოფელი ხაჩკოვი 554 2 0 546 99 0 0 3 1 3 1
დახურვა

რელიგია

მეტი ინფორმაცია რელიგია, რაოდენობა ...
რელიგია 2014[11]
რაოდენობა %
ქრისტიანობა 11 217 59
-საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია 4 579 24
-სომხური სამოციქულო ეკლესია 6 597 35
-კათოლიკური ეკლესია 34 0
-იეჰოვას მოწმეები 7 0
-პროტესტანტიზმი 0 0
ისლამი 7 375 39
ეზიდიზმი 2
იუდაიზმი 0 0
სხვა რელიგიები 0 0
არარელიგიურობა 42 0
უარი პასუხზე 12 0
რელიგია არ არის მითითებული 193 1
სულ 18 849 100
დახურვა

ადგილობრივი თვითმმართველობა

ადმინისტრაციული ერთეულები

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტიში არის ტერიტორიული ერთეულები:

საკრებულო

მეტი ინფორმაცია პარტია, ამჟამინდელი საკრებულო ...
პარტია 2017[12] 2021[13] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 38 20                                        
  ნაციონალური მოძრაობა 2 6            
  პროგრესი და თავისუფლება 1  
  საქართველოსთვის 1  
  სტრატეგია აღმაშენებელი 1 1  
  დამოუკიდებელი 2 1  
  ევროპული საქართველო 1
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 45 30  
დახურვა

ეკონომიკა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 860 კვ. კმ. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მეკარტოფილეობა და მესაქონლეობა. წამყვანია ელექტროენერგეტიკა, აქ შექმნილია ჰიდროელექტროსადგურის კასკადი, რომელიც ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზები, აგრეთვე მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა.

კულტურა

მუნიციპალიტეტში 43 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 25 ბიბლიოთეკა. გამოდის ადგილობრივი გაზეთი.

ღირსშესანიშნაობანი

ბეშთაშენის წმ. გიორგის, არჯევან-სარვანის ღვთისმშობლის, აიაზმის ღვთისმშობლის, კუშჩის, წმ. გიორგის, წალკის ეკლესიები, გუმბათის ციხე-გალავანი და ეკლესია, ავრანლოს და სანთის ციხეები და სხვ.

ლიტერატურა

  • უკლება დ., ბოკერია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987.  გვ. 287-288.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.