ბედენის ქედი

ქედი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia

ბედენის ქედი

ბედენის ქედიქედი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარეების ალგეთისა და ხრამის წყალგამყოფს. უმაღლესი ადგილია ბედენის მთა (1875 მ). ქედზე გადადის სამანქანო გზა თბილისი-თეთრიწყარო-წალკა. ბედენის ქედი აგებულია ხარხული ვულკანოგენური ნალექებით, ნეოგენური და მეოთხეული ლავებით. აქვს სამხრეთი განშტოება, სადაც იაილოს მთაა. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზოგან — ფიჭვნარით, თხემზე მეორეული მდელოებია.

სწრაფი ფაქტები ბედენის ქედი ...
ბედენის ქედი
Thumb
ბედენის ქედი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ხედი ჩრდილოეთიდან), ცენტრიდან მარჯვნივ ჩანს ბედენის მთა
კოორდინატები: 41°37′48″ ჩ. გ. 44°19′53″ ა. გ.
ქვეყანა  საქართველო
ტერიტორიული ერთეული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ბედენი
სიმაღლე 1875 
Thumb
Thumb
სურათები ვიკისაწყობში
დახურვა

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.