თეთრიწყარო

ყოფილი აღბულაღი From Wikipedia, the free encyclopedia

თეთრიწყარო

თეთრიწყარო (ყოფილი აღბულაღი, გადაერქვა 1940 წლის 9 ოქტომბერს) — ქალაქი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მდებარეობს გომერის ქედის კალთაზე, მდინარე ჭივჭავის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან 57 კმ. ქალაქის სიახლოვეს არის თეთრი წყაროს ნასოფლარი, სამშვილდის ნაქალაქარი.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
თეთრიწყარო
Thumb
წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XIX ს.)
გერბი
Thumb

ქვეყანა  საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყარო
კოორდინატები 41°33′00″ ჩ. გ. 44°28′00″ ა. გ.
ადრეული სახელები გარისი, აღბულაღი, ბელი-კლიუჩი
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ცენტრის სიმაღლე 1180
მოსახლეობა 3093[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 64 %
სომხები 26 %
რუსები 4 %
აზერბაიჯანელები 4 %
ბერძნები 2 %
ოსები 1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 359[2]
საფოსტო ინდექსი 2300[3]
ოფიციალური საიტი https://tetritskaro.gov.ge/
Thumb
Thumb
Thumb
დახურვა

ისტორია

თეთრიწყაროს ადგილზე მდებარეობდა ისტორიული სოფელი გარისი, შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსი პირღებული, რომლის ეკლესიაც XII საუკუნეშია აგებული. რუსეთის იმპერიის დროს მოიცავდა ორ სოფელს, აღბულაღს, სადაც იდგა ქართველთა პოლკი და კონსტანტინეს, სადაც ცხოვრობდნენ სამსახურიდან გადამდგარი ჯარისკაცები.[4] 1940 წელს ეწოდა თეთრიწყარო. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3093 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1989[5]8642----
2002[5] 4041----
2014[1] 309314331660
დახურვა

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.