შონ კომბსი
From Wikipedia, the free encyclopedia
შონ ჯონ კომბსი, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით Diddy (დ. 4 ნოემბერი, 1969[2]) — ამერიკელი პროდიუსერი, რეპერი, მსახიობი, მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერი და მოცეკვავე. მას მიღებული აქვს სამი გრემის და ორი MTV-ს მუსიკალური ვიდეოდაჯილდოვების პრიზი. მისმა შემუშავებულმა ჩაცმულობის დიზაინმა მიიღო პრიზი ამერიკის მოდის დიზაინერების ყრილობაზე.
შონ კომბსი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
4 ნოემბერი, 1969 (1969-11-04) (54 წლის)[1] ჰარლემი, ნიუ-იორკი, აშშ |
სხვა სახელები |
|
საქმიანობა | რეპერი, მსახიობი, პროდიუსერი |
აქტიური | 1990–დღემდე |
შვილ(ებ)ი | 5 |
ჟანრი | ჰიპ-ჰოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი |
ლეიბლი | Bad Boy, Interscope |
ასოციაციები | Diddy – Dirty Money, მერი ჯეი ბლაიჯი, The Notorious B.I.G., ფეით ევანზი, ლილ კიმი, ჯეი-ზი, რიკ როსი |
წინა წლებში იგი ცნობილი იყო Puff Daddy-სა და P. Diddy-ს სახელით. 2005 წლის აგვისტოში მისი ოფიციალური სასცენო სახელი გახდა Diddy. ამჟამად ახალ ზელანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში იგი კვლავ არის ცნობილი P. Diddy-ს სახელით, იმ მიზეზით, რომ ინგლისში მოცეკვავე რიჩარდ დირლავი გამოდის Diddy-ს სახელით.
შონის ბიზნესი მოიცავს შემდეგ სფეროებს: ხმისჩამწერ ფირმას Bad Boy Records, ჩაცმულობის ხაზს Sean John, კინოკომპანიას Sean by Sean Combs და ორ რესტორანს. იგი აგრეთვე იყო MTV-ს გადაცემა Making the Band-ის პროდიუსერი. პარალელურად, კომბსი აგრეთვე არის ბროდვეის თეატრის მსახიობი.
კომბსი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი. მისი ქონება 2006 წლის მონაცემებით შეფასებულია 346 მილიონ აშშ დოლარად. ფილმში „Notorious“ (2009), რომელიც The Notorious B.I.G.-ის ცხოვრებაზეა, იგი განასახიერა მსახიობმა დერეკ ლუკმა.