ჯეი-ზი
From Wikipedia, the free encyclopedia
შონ კორი კარტერი (დ. 4 დეკემბერი, 1969),[3] უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ჯეი-ზი (Jay-Z) — ამერიკელი რეპერი, ბიზნესმენი და მსახიობი. იგი არის ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რომლის ქონება 450 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.[4][5] მას მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს დაახლოებით 50 მილიონი ალბომი, მიღებული აქვს 24 გრემის ჯილდო და მრავალი სხვა ნომინიმაცია.[6][7]
ჯეი-ზი | |
---|---|
ჯეი-ზი 2011 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | შონ კორი კარტერი |
დაბ. თარიღი |
4 დეკემბერი, 1969 (1969-12-04) (54 წლის) ბრუკლინი, ნიუ იორკი, აშშ |
დაბ. ადგილი | ბრუკლინი[1] [2] |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ ჰოპი |
საქმიანობა | რეპერი, პროდიუსერი, New Jersey Nets-ის თანამფლობელი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1988–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Roc Nation |
საიტი | |
ჯეი-ზი ვიკისაწყობში |
ჯეი-ზი არის კლუბის 40/40 და NBA-ს New Jersey Nets თანამფლობელი და ასევე ჩაცმულობის ხაზის Rocawear შემქმნელი. იგი არის Def Jam Recordings-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ლეიბლის Roc-A-Fella Records ერთ-ერთი დამფუძნებელი და Roc Nation-ის უშუალო დამფუძნებელი. როგორც სოლო-შემსრულებელს, მას აქვს დამყარებული რეკორდი ბილბორდ 200-ში ერთდროულად რამდენიმე ალბომის წარმატების მხრივ. ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილზე სხვადასხვა დროს მოხვდა მისი ოთხი სინგლი.
2008 წლის 4 აპრილს მან იქორწინა ბიონსე ნოულსთან. 2009 წლის 11 დეკემბერს ჯეი-ზი ბილბორდის მიერ დასახელებული იქნა 2000-2009 წლების #5 საუკეთესო მამაკაც შემსრულებლად და მეოთხე პოზიციაზე რეპერ შემსრულებელთა სიაში, ემინემის, ნელისა და 50 Cent-ის შემდეგ.[8]