ბროდვეი (ნიუ-იორკი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბროდვეი, როგორც თავად სახელი მიუთითებს, არის განიერი ქუჩა ნიუ-იორკში, და ყველაზე ძველი ჩრდილოეთ-სამხრეთის მთავარი სატრანსპორტო არტერიაა ქალაქში, მომდინარე ჯერ კიდევ პირველი ახალი ამსტერდამის დასახლებიდან. სახელწოდება "ბროდვეი" ინგლისური თარგმანია ჰოლანდიური "Breede weg"-ის. ეს ქუჩა ასევე განთქმულია, როგორც ამერიკის თეატრალური ინდუსტრიის სახე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბროდვეი. |
ბროდვეის დასაბამი მისცა ინდიელთა მიერ გაკვალულმა ბილიკმა მანჰეტენის გაუვალ ეკალ-ბარდებში სახელად ვიკქუსგეკის ბილიკი. ის თავდაპირველად მანჰეტენის სამხრეთიდან ჩრდილოეთში ჭაობებსა და ქვა-კლდეებს შორის გადიოდა. ჰოლანდიელთა ჩამოსვლის შემდეგ ეს ბილიკი სწრაფად გადაიქცა მთავარ გზად კუძულის გასწვრივ, რომლის სამხრეთ ბოლოში ახალი ამსტერდამი იყო. პიველად ეს ბილიკი ნახსენებია ჰოლანდიელი მკვლევარის და მეწარმის დევიდ დე ვრის მიერ საკუთარ დღიურში 1642 წელს - "ვიკქუასგეკის გზა, რომელზეც ინდიელები ყოველდღიურად გადიოდნენ".
ეს სტატია აშშ-ისა და ამერიკელების შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |