ახალი ამსტერდამი
From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი ამსტერდამი (ნიდ.: Nieuw Amsterdam) — XVII საუკუნეში ახალი ნიდერლანდების პროვინციის გამაგრებული დასახლების სახელი; დაარსდა 1624 წელს და მოგვიანებით ნიუ-იორკის ნაწილი გახდა. დაფუძნდა რა ჰოლანდიური ვესტ-ინდოეთის კომპანიის მიერ, ქალაქი მდებარეობდა მანჰეტენის კუნძულის სტრატეგიულ, გამაგრებულ სამხრეთ ბოლოში და მისი დანიშნულება იყო მდინარესთან მისასვლელის დაცვა კომპანიის ბეწვეულის ვაჭრობის წარმოებისთვის ჰუდზონის ხეობაში. ახალი ამსტერდამი გადაიქცა უდიდეს ნიდერლანდურ კოლონიურ დასახლებად ახალი ნიდერლანდების პროვინციაში, ამჟამად ნიუ-იორკის ტრაი-შტატის რეგიონი, და ნიდერლანდელთა მფლობელობაში დარჩა 1664 წლამდე, როდესაც ის ინგლისელთა ხელში ჩავარდა. ნიდერლანდელებმა უკან დაიბრუნეს იგი 1673 წლის აგვისტოში და მას ახალი სახელი „ნიუ-ორანჟი“ დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში ინგლისელებმა ქალაქის წართმევა ისევ მოახერხეს. ქალაქის დაარსების წელი 1625 ამჟამად ოფიციალურად არის აღნიშნული ნიუ-იორკ სიტის ბეჭედზე (მანამდე, ბეჭედზე 1664 - ინგლისელთა მიერ ქალაქში შესვლის თარიღი იყო აღბეჭდილი).