შვედეთი
ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში / From Wikipedia, the free encyclopedia
შვედეთი (შვედ. Sverige), ოფიციალურად შვედეთის სამეფო (შვედ. Konungariket Sverige[3]) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ხოლო ფინეთი აღმოსავლეთიდან. სამხრეთ-დასავლეთიდან ერესუნის, კატეგატისა და სკაგერაკის სრუტეები გამოჰყოფს დანიისგან. დანიასთან დაკავშირებულია ერესუნის სრუტეზე გამავალი ამავე სახელწოდების ხიდით. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს ბალტიის ზღვა და ბოტნიის ყურე. ზღვით სამხრეთიდან ესაზღვრება დანია, გერმანია და პოლონეთი, აღმოსავლეთიდან ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და რუსეთი. შვედეთის შემადგენლობაშია კუნძულები გოტლანდი და ელანდი ბალტიის ზღვაში. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი უდიდესი ქვეყანაა ჩრდილოეთ ევროპაში, სიდიდით მესამე — ევროკავშირში, ხოლო სიდიდით მეხუთე — მთლიანად ევროპაში. დედაქალაქია სტოკჰოლმი. ოფიციალური ენაა შვედური. ეროვნული დღესასწაულია 6 ივნისი, დროშის დღე. ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანული. ფულის ერთეულია შვედური კრონა. მოსახლეობა არის 10,3 მილიონი ადამიანი,[4] მოსახლეობის სიმჭიდროვე დაბალია – 22 ად/კმ² (198-ე მსოფლიოში). შვედეთის მოსახლეობის 85% ქალაქებში ცხოვრობს; მოსახლეობა კონცენტირებულია შვედეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში.
შვედეთის სამეფო Konungariket Sverige შვედეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: För Sverige i tiden | ||||||
ჰიმნი: Du gamla, Du fria | ||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | სტოკჰოლმი | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მეფე | კარლ XVI გუსტავი > | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ულფ კრისტერსონი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | რიქსდაგი | |||||
დაარსება | ||||||
- | ევროკავშირის წევრი | 1 იანვარი, 1995 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 449 964 კმ2 (55-ე) | ||||
- | წყალი (%) | 8.7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | ნოემბერი, 2020 შეფასება | 10 380 245 (89-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 25 კაცი/კმ2 (159-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2020 შეფასება | |||||
- | სულ | $528 929 [1] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $50 339 | ||||
ჯინი (2019) | 27.6 დაბალი |
|||||
აგი (2019) | 0.945[2] ძალიან მაღალი · მე-7 |
|||||
ვალუტა | შვედური კრონი | |||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 | |||||
სატელეფონო კოდი | 46 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .se |
გეოგრაფიულად არის ფენოსკანდინავიის ნაწილი. ზღვის გავლენის გამო ქვეყნის კლიმატი ზომიერია. მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, შვედეთში ხშირად ვხვდებით თბილ ზაფხულს. ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების კლიმატი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება: ჩრდილოეთ ნაწილს ახასიათებს უფრო ცივი და თოვლიანი ზამთარი. ქვეყნის სამხრეთ მიწები ძირითადად სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენება, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიები უმეტესად ტყით არის დაფარული. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით შვედეთი იყოფა სამ რეგიონად: გეტალანდი, სვეალანდი და ნორლანდი.
მმრათველობის მხრივ არის კონსტიტუციური მონარქია და საპარლამენტო დემოკრატია, სადაც საკანონმდებლო ძალაუფლება გადაცემული აქვს 349-წევრიან რიქსდაგს. არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც შედგება 21 ლენისა და 290 მუნიციპალიტეტისგან. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (ნომინალი) მიხედვით არის მსოფლიოს მე-12 ქვეყანა; აგრეთვე ქვეყანაში მაღალ დონეზეა ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობა, განათლება, სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა, ეკონომიკური კონკურენცია, შემოსავლის თანასწორობა, გენდერული თანასწორობა, კეთილდღეობა და ადამიანის განვითარება.[5][6] შვედეთი ევროპის კავშირს 1995 წლის 1 იანვარს შეუერთდა, თუმცა უარი თქვა ნატოს წევრობაზე; აგრეთვე, 2003 წლის რეფერენდუმის შემდეგ უარი თქვა ევროზონის წევრობაზე. შვედეთი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ჩრდილოეთის საბჭოს, ევროპის საბჭოს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი.