ბოტნიის ყურე (ფინ. Pohjanlahti; შვედ. Bottniska viken) — ყურე ბალტიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, მისგან აღმოსავლეთით მდებარეობს ფინეთი, დასავლეთით კი ― შვედეთი და ალანდის კუნძულები.

ეს სტატია ბალტიის ზღვის ყურეს ეხება. ბოტნიის ყურის უბის შესახებ იხილეთ ბოტნიის უბე.
სწრაფი ფაქტები ბოტნიის ყურე, ზოგადი ინფორმაცია ...
ბოტნიის ყურე
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი ატლანტის ოკეანე
ტიპი ყურე
ფართობი 117 000 კმ²
საშუალო სიღრმე 60 
უდიდესი სიღრმე 295 
დახურვა

ყურის სიგრძე შეადგენს 725 კილომეტრს, ხოლო სიგანე 80-240 კილომეტრს. ბოტნიის ყურის საშუალო სიღრმე შეადგენს 60 მეტრს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 295 მეტრს. ზედაპირის ფართობია 117.000 კმ². უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობს ბოტნიის უბე. ყურეში ზღვის წყლის სიმლაშე მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე ბალტიის ზღვაში. ბინადრობს საკმაოდ ბევრი მტკნარი წყლის თევზი. ყურე ხუთი თვის განმავლობაში გაყინულია.

ზედაპირული დინება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებისაა. ძირითადი პორტებია: რაუმა, პორი, ვაასა, კოკოლო, ოულუ, კემი და ევლე, ჰუდისკვალი, სუნდსვალი, უმეო, ლულეო (შვედეთი).

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.