From Wikipedia, the free encyclopedia
ევროზონა (ინგლ. Eurozone), ასევე ევროსისტემა ან ევროლენდი — გეოგრაფიული და ეკონომიკური რეგიონი, რომლის წევრიცაა ევროკავშირის წევრი 19 ქვეყანა, რომელთა პირველადი და ერთადერთი იურიდიული ვალუტა ევროა. ევროკავშირის წევრი 8 ქვეყანა ისევ იყენებს საკუთარი ფულის ერთეულს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას მომავალში ექნებათ ვალდებულება, გადავიდნენ ევროს გამოყენებაზე. ამ სახელმწიფოებს ევროს მონეტებისა და ბანკნოტების გამოშვების უფლება აქვთ. ამ ზონაში მონეტარულ პოლიტიკას ევროპის ცენტრალური ბანკი ატარებს.
2023 წლის მონაცემებით ევროზონაში შედის 20 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესტონეთი, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და ხორვატია. ევროზონაში დაახლოებით 340 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყანა (გარდა დანიისა) ვალდებულია შეუერთდეს ევროზონას შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.
ევროზონის ფულადი ავტორიტეტი არის ევროსისტემა. ევროპის ცენტრალური ბანკი არის ერთადერთ ძალა, რომელიც ადგენს ფულად პოლიტიკას ევროზონის ქვყენებისთვის. ევროპის ცენტრალურ ბანკს მართავს პრეზიდენტი და საბჭო, რომელიც შედგება მონაწილე ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებისაგან. ერთ-ერთი პირველხარისხოვანი საქმე, რომელსაც ევროპის ცენტრალური ბანკი ახორციელებს არის, ევროზონის ქვეყნებმა შეინარჩუნონ ინფლაცია.
ქვეყანა | მიღებული | მოსახლეობა, 2014 (ათასი)[1] |
ვალუტა ევრომდე | გამონაკლისი | ISO კოდი |
---|---|---|---|---|---|
ავსტრია | 01-01-1999[2] | 8,534 | შილინგი | AT | |
ბელგია | 01-01-1999[2] | 11,225 | ფრანკი | BE | |
კვიპროსი | 01-01-2008[3] | 1,154 | გირვანქა | ჩრდილოეთი კვიპროსი[lower-alpha 1] | CY |
ესტონეთი | 01-01-2011[4] | 1,314 | კრონი | EE | |
ფინეთი | 01-01-1999[2] | 5,464 | მარკა | FI | |
საფრანგეთი | 01-01-1999[2] | 66,207 | ფრანკი | ახალი კალედონია[lower-alpha 2] საფრანგეთის პოლინეზია[lower-alpha 2] უოლისი და ფუტუნა[lower-alpha 2] |
FR |
გერმანია | 01-01-1999[2] | 80,890 | მარკა | DE | |
საბერძნეთი | 01-01-2001[5] | 10,958 | დრახმა | GR | |
ირლანდია | 01-01-1999[2] | 4,613 | გირვანქა | IE | |
იტალია | 01-01-1999[2] | 61,336 | ლირა | კამპიონე დ’იატალია[lower-alpha 3] | IT |
ლატვია | 01-01-2014[6] | 1,990 | ლატი | LV | |
ლიეტუვა | 01-01-2015[7] | 2,929 | ლიტი | LT | |
ლუქსემბურგი | 01-01-1999[2] | 556 | ფრანკი | LU | |
მალტა | 01-01-2008[8] | 427 | ლირა | MT | |
ნიდერლანდები | 01-01-1999[2] | 16,854 | გულდენი | არუბა[lower-alpha 4] კიურასაო[lower-alpha 5] სინტ-მარტენი[lower-alpha 5] კარიბის ნიდერლანდები[lower-alpha 6] |
NL |
პორტუგალია | 01-01-1999[2] | 10,397 | ესკუდო | PT | |
სლოვაკეთი | 01-01-2009[9] | 5,419 | კრონა | SK | |
სლოვენია | 01-01-2007[10] | 2,062 | ტოლარი | SI | |
ესპანეთი | 01-01-1999[2] | 46,405 | პესეტა | ES | |
ხორვატია | 01-01-2023[lower-alpha 7] | 4,036 | კუნა | HR | |
ევროზონა | 338,734 | არ არის | არ არის | EZ [lower-alpha 8] |
1992 წელს, ევროპის საზოგადოების წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მაასტრიხტის ხელშეკრულებას, ამრიგად შეიქმნა ევროკავშირი. ამ დროისთვის ევროკავშირს ჰქონდა რამდენიმე მთავარი მიზანი — ის ხელს უწყობდა ძლიერ კოორდინაციას და თანამშრომლობას პოლიტიკაში, მაგრამ ჰქონდა კონკრეტული მიზნები მოქალაქეობაზე, დაცვასა, თავდაცვის და ეკონომიკის პოლიტიკაზე.
რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, მაასტრიხტის ხელშეკრულებას ჰქონდა მიზანი, რომ შეექმნა საერთო ეკონომიკური და ფულადი გაერთიანება, რომელსაც ექნებოდა ცენტრალური საბანკო სისტემა, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთო ვალუტა (ევრო).
ამ მიზნის განსახორციელებლად, ხელშეკრულებამ გამოიძახა წევრებს შორის კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, რომელმაც შეწყვიტა გაზრდილი კოოპერაცია ნაციონალურ ცენტრალურ ბანკებსა და გაზრდილ ეკონომიკურ პოლიტიკას შორის. საბოლოო ნაბიჯი იყო თავად ევროს წარდგენა, ერთ ფულად პოლიტიკასთან ერთად, რომელიც მოდიოდა ევროპის ცენტრალური ბანკიდან.
სხვადასხვა მიზეზების გამო, ევროკავშირის ყველა წვერი ქვეყანა არ არის ევროზონის წევრი. დანიამ უარი თქვა გაწევრიანებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ექნება ამის შესაძლებლობა მომავალში. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საჭიროა ევროზონაში გასაერთიანებლად. სხვა ქვეყნებმა აირჩიეს რომ გამოიყენონ საკუთარი ვალუტა, როგორც გზა, რომ შეინარჩუნონ საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობა, რაც მოიცავს ეკონომიკას და ფულად საკითხებს. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც არაა ევროკავშირის წევრი, მიიღეს ევრო როგორც საკუთარი ეროვნული ვალუტა. ვატიკანი, ანდორა, მონაკო და სან-მარინო: ამ ქვეყნებს აქვთ ფულადი შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც მათ აძლევს უფლებას, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ ევროს ვალუტასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით.
იმისთვის რომ ქვეყანა შეუერთდეს ევროზონას და ჰქონდეს ევრო, როგორც ეროვნული ვალუტა, ევროკავშირის ქვეყნებმა აუციებლად უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები. კრიტერიუმები ძირითადად მოიცავს ოთხ მაკრეკონომიკურ მაჩვენებელს: ფასის სტაბილურობა, მდგრადი საზოგადოებრივი ფინანსები, კონვერგენციის გამძლეობა და გაცვლითი კურსის სტაბილურობა.
ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, რომ წარმოადგინოს ფასის სტაბილურობა, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მდგრადი ფასის მაჩვენებელი და საშუალო ინფლაცია, არა უმეტეს 1.5 პროცენტული მაჩვენებლით მეტი ვიდრე სამ საუკეთესო წევრ ქვეყანას. იმისთვის, რომ წარმოადგინოს მდგრადი საზოგადოებრივი ფინანსები, ფასდება მთავრობის დეფიციტი და ვალები და შედეგის მიხედვით მთავრობა არ უნდა იყოს გადაჭარბებულ დეფიციტში.
კონვერგენციის გამძლეობა ფასდება ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესის მაჩვენებლით, რომელიც არ უნდა იყოს 2 % მაჩვენებლით მეტი ვიდრე სამ საუკეთესო წევრ ქვეყანას ამ მიმართულებით. საბოლოოდ, ქვეყანამ უნდა წარმოადგინოს გაცვილითი კურსის სტაბილურობა გაცვლითი კურის მექანიზმში (ERM) მონაწილეობის მიღებით, მინიმუმ 2 წელი მკაცრი დაძაბულობისა და ევროს გაუფასურების გარეშე.
ევროპის ცენტრალური ბანკის სანდოობამ შეამცირა ინფლაცია მის წევრ ქვეყნებში. ფინანსური კრიზისის დროსაც, რომელიც მოყვა ევროს გამოშვებას, ინფლაციის მოლოდინები იყო დაბალი. სტაბილური ფასები განსაზღვრავს საერთო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ევროზონა გამძლეა შოკებისგან და გარეგანი განვითარებული მოვლენებისგან. თუმცა, ყველა წევრი ქვეყნისთვის საერთო ახალი ვალუტა, მისი ლეგალიზაცია, ადმინისტრაციული ღირებულება და ცვლილებებმა დიდი თანხა შეადგინა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.