Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ვალუტა იტალ. valuta – ფასი, ღირებულება) — ამა თუ იმ ქვეყნის ფულის ერთეული, ასევე უცხო სახელმწიფოების ფულის ნიშნები, აგრეთვე საკრედიტო და საგადასახდელო დოკუმენტები (თამასუქების, ჩეკების, ბანკნოტების სახით), რომლებიც გამოხატულია უცხოური ფულის ერთეულებით და გამოიყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებაში (უცხოური ვალუტა).
გამოყენების რეჟიმის მიხედვით ვალუტა შეიძლება იყოს თავისუფლად კონვერტირებადი, ნაწილობრივ კონვერტირებადი და არაკონვერტირებადი.
ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ხდება ვალუტის ბაზარზე, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ვალუტის ბაზარი უზრუნველყოფს საერთაშორისო ანგარიშსწორებასა და სავალუტო რისკის დაზღვევას, ვალუტის რეზერვის დივერსიფიკაციას, სავალუტო ინტერვენციას. ვალუტის ბაზრის მთავარი სუბიექტები არიან ბანკები, რომლებიც ფლობენ ფილიალთა ფართო ქსელს. ამასთან, ვალუტის ბაზარზე სავალუტო ოპერაციები ხორციელდება როგორც ბანკებს, ასევე ბანკებსა და საკუთარ კლიენტებს შორის (საერთაშორისო ანგარიშსწორება საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, მომსახურების, კერძო გზავნილების, კაპიტალის მოძრაობის ხაზით და სხვ.). უმსხვილესი საერთაშორისო სავალუტო ბაზრებია: ნიუ-იორკის, ლონდონის, ტოკიოს, პარიზის, მაინის ფრანკფურტის, ციურიხის, ჰონკონგის, სინგაპურის, ბაჰრეინის და ა.შ.
ვალუტის კურსი არის სხვადასხვა ქვეყნების ფულად ერთეულებს შორის თანაფარდობა. ვალუტის კურსის სიდიდეზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა, ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი, ინფლაციის დონე, ქვეყნის განვითარების საერთო ეკონომიკური დონე, წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე, წარმოების ეფექტიანობა, პოლიტიკური სტაბილურობა, სუბიექტური ფაქტორები, როგორიცაა ნდობა, რწმენა, ინფლაციური მოლოდინი მოცემული ვალუტისადმი და მოცემული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტიულობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.