From Wikipedia, the free encyclopedia
შარპეი — მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ჯიში. მისი სახელი მისი ჯაგრისებური ბეწვისგან წარმოსდგება, შარპეი ჩინურად ზვიგენის კანს და ზუმფარას ქაღალდს ნიშნავს. სიმაღლე 44-51 სმ, წონა 18-35 კგ.
სხვა სახელები | ჩინური შარპეი | ||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წარმოშობის ქვეყანა | ჩინეთი | ||||||||||||||||||||||||
პატრონაჟი | კ.ს.ფ.[1] | ||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
შარპეის აღმოსავლელი წინაპრები, როგორც ჩანს, ძვ. წ. 206 და ახალი წელთაღრიცხვის 220 წლებს შორის არსებული პერიოდიდან მოდიან. ასეთი ძაღლები ჩინეთის ჰანის დინასტიის ხელოვნების ნიმუშებზეა გამოსახული. ზოგი ვარაუდობს, რომ ამ ჯიშის წინაპარი უფრო მოზრდილი, ახლა უკვე გადაშენებული, ძაღლია, რომელიც ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დაახლოებით 2000 წლის წინ ბინადრობდა. ზოგის აზრით კი ის ჩინეთის სამხრეთ პროვინციის ძაღლებს ენათესავება. 1947 წელს ძაღლზე გადასახადი ჩინეთში ისე გაიზარდა, რომ ბევრ მეპატრონეს გაუჭირდა შარპეის შენახვა და ამ ძაღლის რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 1970-იან წლებში გაჭირვებაში ჩავარდნილ შარპეის ამერიკელი სელექციონერები დაეხმარნენ. 1981 წლიდან შარპეი დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა. შარპეის ქუთუთოების ჩაკეცვისკენ აქვს მიდრეკილება. ეს თვალების დაავადებაა, რომელიც შესაძლოა დროული მკურნალობის გარეშე სიბრმავით დამთავრდეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.