ქუვეითი, ოფიციალურად ქუვეითის სახელმწიფო (არაბ. دولة الكويت, იკითხება — Dawlat al Kuwayt) — არაბული სახელმწიფო დასავლეთ აზიაში. მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში სპარსეთის ყურის ნაპირზე. მას აქვს საზღვრები ჩრდილოეთით ერაყთან და სამხრეთით საუდის არაბეთთან. სახელი „ქუვეითი“ მომდინარეობს არაბული სიტყვის არაბ. كوت ქუთ - „ციხე-სიმაგრე“ კნინობითი ფორმიდან.[4] ქვეყანა მოიცავს 17 820 კვადრატულ კილომეტრს და მისი მოსახლეობა 2013 წლის მონაცემების მიხედვით შეადგენს დაახლოებით 2,6 მილიონს.[1]

სწრაფი ფაქტები ქუვეითის სახელმწიფოარაბ. دولة الكويتქუვეითი, ოფიციალური ენა ...
ქუვეითის სახელმწიფო
არაბ. دولة الكويت
ქუვეითი
Thumb Thumb
ჰიმნი: „Al-Nasheed Al-Watani“
Thumb
ქუვეითის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ელ-ქუვეითი
29°22′ ჩ. გ. 47°58′ ა. გ.
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია[1]
 -  ემირი მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საჰაბი
 -  პრ.-მინისტრი აჰმად ნავაფ ალ-აჰმად ალ-საჰაბი
ფართობი
 -  სულ 17 818 კმ2 (157-ე)
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 2 695 316[1] (140-ე)
 -  2005 აღწერა 2 213 403[2] 
 -  სიმჭიდროვე 200,2 კაცი/კმ2 (61-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $163.671 მილიარდი [3] (58-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $58 080[3] (მე-5)
აგი (2013) 0.790 (მაღალი) (54-ე)
ვალუტა ქუვეითური დინარი (KWD)
დროის სარტყელი UTC+03:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი KWT
Internet TLD .kw
სატელეფონო კოდი +965
დახურვა

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქუვეითის სახელმწიფო.
  • ეროვნული: الكويت; Dawlat al Kuwayt.
  • ეტიმოლოგია: წარმოდგება არაბული სიტყვისაგან Kut და ნიშნავს „ფორტს“ (გამაგრებული ნაგებობა).

ისტორია

1961 წელს მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან. 1991 წელს იგი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის „უდაბნოს ქარიშხალი“ პლაცდარმი გახდა, რაც გამოწვეული იყო ერაყის მიერ მისი ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტით. ამ ომმა ქვეყანას დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა. უკანასკნელ წლებში ქუვეითში იყო მცდელობა პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციისა. კერძოდ 1999 წელს ქვეყნის მმართველმა გამოსცა განკარგულება ქალთათვის საარჩევნო უფლების მინიჭების შესახებ, მაგრამ იგი უარყოფილ იქნა ეროვნული კრების მიერ.

გეოგრაფია

Thumb

ქუვეითი მცირე ზომის სახელმწიფოა ნავთობის დიდი მარაგებით. იგი მდებარეობს სპარსეთის ყურეში, ხმელეთით ესაზღვრება საუდის არაბეთსა და ერაყს, ხოლო მისი მეზობელი ყურის მოპირდაპირე მხარეს ირანია. ფართობი: 20 200 კვ. კმ.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: აბსოლუტური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური: ემირი შეიხ ჯაბერ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი (Amir JABIR al-Ahmad al-Jabir Al Sabah, 1977).
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (50 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 5 გუბერნია (muhafazah).

დემოგრაფია

  • მოსახლეობა - 2 335 648 (2005), მათ შორის 42 % ქუვეითელი, 19 % იორდანელი, 6 % ერაყელი, 6 % ლიბანელი.
  • სახელმწიფო ენა: არაბული. სხვა ენები - ინგლისური.
  • რელიგია: ისლამი.
  • დედაქალაქი: ელ-ქუვეითი (1.710 ათასი).
  • ქალაქები: ას-სალიმია (147), ჯალიბ-აშ-შუიუ (115).

ეკონომიკა

ნავთობის საბადოების ათვისება 1930-იან წლებში დაიწყო და განვითარდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მას შემდეგ ნავთობი ეკონომიკის საფუძველია, რომელიც საექსპორტო შემოსავლების 90 %-ს იძლევა.

მემკვიდრეობა

Thumb
ელ-ქუვეითი

ელ-ქუვეითი (პარლამენტი, დანგრეული ეროვნული მუზეუმი, ტარეკ რაჯაბის მუზეუმი), ალ-ჯაჰრა (რედ ფორტი, ცნობილია 1920 წლის ალყის გამო).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.