სოფელი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ქვემო ჭალა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ახალშენი, გამდლისწყარო, გორაკა, ვაკე, პანტიანი, საკორინთლო).[1]
სოფელი | |
---|---|
ქვემო ჭალა | |
სოფელი ქვემო ჭალა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვემო ჭალა |
კოორდინატები | 42°01′34″ ჩ. გ. 44°23′42″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1075[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე ლეხურის ორივე ნაპირიზე. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. გაშენებულია უმეტესად ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაშლილ, ვაკე ტერიტორიაზე, სოფლიდან 3 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით აშენებულია სხვილოს (ცხვილოს) ციხე. სოფელ ქვემო ჭალის ისტორია იწყება სწორედ სხვილოდან. სხვილო ძველი ისტორიული სოფელია და მოგვიანებით მოსახლეობა ქვემოთ, ჭალა ადგილას დასახლებულა. აქედან მომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც ქვემო ჭალა.
სხვილოს ციხე თავად ამილახვრების რეზიდენცია იყო, გვიან შუა საუკუნეებში ამილახვრებმა ქვემო ჭალაში ააშენეს ციხე, სასახლე და რეზიდენციაც აქ გადმოიტანეს. სხვილოდან „ქვემოთ" ჭალაში პირველად ანდუყაფარ ამილახვარი ჩამოსახლებულა. მასვე აუშენებია სპარსული აბანო, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება.[2] 1921-1930 წლებში იყო გორის მაზრის ქვემო ჭალის რაიონის ცენტრი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1075 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.