![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1f/COLLECTIE_TROPENMUSEUM_Portret_van_een_Fulani_vrouw_met_typische_haardracht_en_muntsieraden_te_Lalgaye_TMnr_20010035.jpg/640px-COLLECTIE_TROPENMUSEUM_Portret_van_een_Fulani_vrouw_met_typische_haardracht_en_muntsieraden_te_Lalgaye_TMnr_20010035.jpg&w=640&q=50)
ფულბე
From Wikipedia, the free encyclopedia
ფულბე ან ფულა (ფულანი:Fulɓe; ფრანგ. Peul; ჰაუსა: Fulani ან Hilani; პორტ. Fula; ვოლოფი: Pël; ბამბარა: Fulaw) — დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფი.[9] ტრადიციულად მიიჩნევა, რომ მათი ფესვები მოდის ჩრდილოეთი აფრიკიდან და შუა აღმოსავლეთიდან. მათ აერთიანებთ საერთო: ენა (ფულანი), რელიგია (ისლამი)[10], ისტორია[11][12] და კულტურა.
სწრაფი ფაქტები ფულბე, საერთო მოსახლეობა ...
ფულბე | |
---|---|
![]() ფულანი ქალი, ტრადიციული ვრცხნილობით. | |
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 20-25 მილიონი[1][2] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
![]() |
7,611,000[3] |
![]() |
4,099,645[4] |
![]() |
2,567,664[5] |
![]() |
1,639,052[6] |
![]() |
1,211,509[7] |
![]() |
700,000[3] |
![]() |
501,360[8] |
![]() |
128,000[3] |
![]() |
90,00090,000[3] |
ენები | ფულანი, ფრანგული, ინგლისური, არაბული |
რელიგიები | ისლამი |
დახურვა
ფულბეს დაახლოებით მესამედი მომთაბარე მესაქონლეობას მისდევს,[9] რაც მათ მსოფლიოს უდიდეს მომთაბარე ეთნიკურ ჯგუფად აქცევს.[10][13] ფულბეს უმეტესობა წარმოადგენს არა-მომთაბარე ფერმერებს, ხელოსნებს და თავადაზნაურობას. ისინი სხვა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, ძირითადად დასავლეთ აფრიკაში.
XVI-XIX მრავალი ფულბე ამერიკაში მონად გაყიდეს. მათ უმეტესობას სენეგალში და გვინეაში იჭერდნენ.