ბურკინა-ფასო
From Wikipedia, the free encyclopedia
ბურკინა-ფასო (ფრანგ. Burkina Faso; 1984 წლამდე ზემო ვოლტა) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. 1984 წლის აგვისტომდე — ზემო ვოლტა. ფართობი – 274,2 ათ. კმ², მოსახლეობა – 17,3 მლნ. ადამიანი (2014). დედაქალაქი – უაგადუგუ.
სწრაფი ფაქტები ბურკინა-ფასოფრანგ. Burkina Fasoბურკინა-ფასო, ოფიციალური ენა ...
ბურკინა-ფასო | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: ერთიანობა, პროგრესი, სამართალი (ფრანგ. Unité, Progrès, Justice) |
||||||
ჰიმნი: მხოლოდ ერთი ღამე |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | უაგადუგუ 12°20′ ჩ. გ. 1°40′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | როკ მარკ კრისტიან კაბორე | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | პოლ კაბა ტიება | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 274 200 კმ2 (74-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.1 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 17 322 796[1] (66-ე) | ||||
- | 2006 აღწერა | 14 017 262[2][3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 48 კაცი/კმ2 (145-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $16.845 მილიარდი (117-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1 284 (163-ე) | ||||
აგი (2007) | 0.370 (დაბალი) (175-ე) | |||||
ვალუტა | CFA ფრანკი (XOF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
ქვეყნის კოდი | BFA | |||||
Internet TLD | .bf | |||||
სატელეფონო კოდი | 226 |
დახურვა
ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მალი, აღმოსავლეთიდან ― ნიგერი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― ბენინი, სამხრეთიდან ― ტოგო და განა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ― კოტ-დ’ივუარი.
სახელწოდება ნიშნავს „ნამუსიანი ხალხის სამშობლოს“ (მოსის ენიდან თარგმანში „ბურკინა“ — „ნამუსიანი ხალხი“, დიულას ენიდან თარგმანში „ფასო“ — „მამული“). თარგმანის მეორე ვერსიაა — „ღირსეული ხალხის ქვეყანა“.