რუსი გეოლოგი და პეტროგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანც იულის ძე ლევინსონ-ლესინგი (რუს. Левинсон-Лессинг, Франц Юльевич; დ. 25 თებერვალი (9 მარტი), 1861, პეტერბურგი — გ. 25 ოქტომბერი, 1939 ლენინგრადი) — რუსი გეოლოგი და პეტროგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1925).
ფრანც ლევინსონ-ლესინგი | |
---|---|
გერმ. Franz Loewinson-Lessing | |
დაბ. თარიღი | 25 თებერვალი (9 მარტი), 1861 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
გარდ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1939[1] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
დასაფლავებულია | ლიტერატორსკიე-მოსტკი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | გეოლოგი[2] , მინერალოგი[2] , უნივერსიტეტის პროფესორი, pedologist[3] და dean[3] |
მუშაობის ადგილი | ტარტუს უნივერსიტეტი[4] , სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[4] და ბესტუჟევის კურსები[5] |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Leonid Spendiarjan, Dmitrii S. Korzhinskii, Dmitry Belyankin და Pjotr Ivanovitsj Lebedev |
ჯილდოები | სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე |
ხელმოწერა | |
1883 წელს ფრანც ლევინსონ-ლესინგმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1889 წლიდან იქვე კითხულობდა ლექციებს გეოლოგიაში. 1892-1902 წლებში პროფესორად იყო იურიევის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში, 1902-1930 წლებში კი პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა რუსეთში პირველი ექსპერიმენტული პეტროგრაფიის ლაბორატორია.
1921 წლიდან ლენინგრადის უნივერსიტეტის პეტროგრაფიის კათედრის გამგე. 1919 წელს გეოლოგიის კომიტეტში იგი აირჩიეს პეტროგრაფად. 1925-1939 წლებში ეწეოდა სამეცნიერო ორგანიზაციულ მუშაობას სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში.
ლევინსონ-ლესინგის ძირითადი შრომები ეხება თეორიული პეტროგრაფიისა და პეტროგენეზისის საკითხებს. ავტორია აგრეთვე მრავალრიცხოვანი შრომებისა კრისტალოგრაფიაში, მინერალოგიაში, ვულკანოლოგიაში, ზოგად გეოლოგიაში, სტრატიგრაფიაში, პალეონტოლოგიაში, ნიადაგთმცოდნეობასა და გეოლოგიის ისტორიაში. საფუძველი ჩაუყარა მოძღვრებას პეტროგრაფიის ფორმაციასა (1888) და ქანების პირველ რაციონალურ ქიმიურ კლასიფიკაციას (1898). დაადგინა ექსტრუზიული კონუსების წარმოშობის მექანიზმი და მათი კავშირი ინტრუზიებთან.
ძირითადად კავკასიასა და ურალს იკვლევდა. გეოლოგიის მკვლევარმა დაწერა 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც გეოლოგიის არაერთ კარდინალურ საკითხს მიეძღვნა.
ლევინსონ-ლესინგის პატივსაცემად სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა მისი სახელობის პრემია. მისი სახელობისაა მინერალი, კონცხი (ტაიმირის ნახევარკუნძულზე), ვულკანი, ქედი და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.