Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტალოგრაფია (კრისტალი და ბერძნ. γράφω – ვწერ) — მეცნიერება კრისტალებისა და ნივთიერების კრისტალური მდგომარეობის შესახებ. შეისწავლის კრისტალთა სიმეტრიას, აგებულებას, თვისებებსა და წარმოქმნას. კრისტალოგრაფია დამოუკიდებელი მეცნიერების სახით გამოიყო XVIII საუკუნის შუა წლებში. ბუნებრივ კრისტალთა დაწახნაგების გეომეტრიული კანონზომიერებების შემსწავლელ დარგად ჩამოყალიბდა გეომეტრიული კრისტალოგრაფია, რომელსაც საფუძვლად უდევს რამდენიმე ძირითადი ემპირიული კანონი.
XIX საუკუნის ბოლოს შემუშავდა მოძღვრება კრისტალურ მესერზე; გაღრმავდა კრისტალთა ოპტიკურ თვისებების შესწავლა; ჩაისახა კრისტალთა ქიმიური თვისებების შემსწავლელი დარგი — კრისტალთქიმია. სტრუქტურული კრისტალოგრაფია შეისწავლის კრისტალთა აგებულებას რენტგენო-სტრუქტურული ანალიზის, ელექტრონოგრაფიისა და ნეიტრონოგრაფიის საშუალებით. გამოიყენება აგრეთვე ინფრაწითელი სპექტროსკოპიის, ბირთვული მაგნიტური რეზონანსის, ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსისა და სხვა მეთოდები. თანამედროვე კრისტალოგრაფიაში მნიშვნელოვან მიმართლებას წარმოადგენს კრისტალთა ჩასახვისა და ზრდის პროცესების თეორია და ექსპერიმენტული შესწავლა. ამ მიმართულებით კვლევისას კრისტალოგრაფია ემყარება თერმოდინამიკას და იყენებს ფაზურ გარდაქმნათა და ზედაპირულ მოვლენათა ზოგად კანონზომიერებებს.
ინტენსიურად განვითარდა რეალური კრისტალის კრისტალოგრაფია, რომელიც შეისწავლის კრისტალის რეალურ სტრუქტურას, კრისტალის ზრდის ან მასზე სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ დეფექტებსა და დისლოკაციებს. კრისტალთა მექანიკური, ოპტიკური, ელექტრულ და მაგნიტურ თვისებებს შეისწავლის კრისტალთფიზიკა.
კრისტალოგრაფია შეისწავლის აგრეთვე სხვადასხვა მიკროსკოპული აგებულების მასალათა თვისებებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელთაც კრისტალური ნივთიერების მსგავსად ატომური მოწესრიგებულობა ახასიათებს (თხევადი კრისტალები, პოლიმერები). კრისტალოგრაფია აქტიურად შეიჭრა მოლეკულურ ბიოლოგიაში.
საქართველოში კრისტალოგრაფიის კურსის კითხვა თსუ-ში დაიწყო 1919 წელს ალექსანდრე თვალჭრელიძემ; მასვე ეკუთვნის ქართულ ენაზე პირველი (1920 წ.) სახელმძღვანელო გეომეტრიულ კრისტალოგრაფიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.