![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/05/Francois_Hollande_2015.jpeg/640px-Francois_Hollande_2015.jpeg&w=640&q=50)
ფრანსუა ოლანდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსუა ოლანდი (ფრანგ. François Gérard Georges Nicolas Hollande; 12 აგვისტო 1954, რუანი) — ფრანგი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი 2012-2017 წლებში. სოციალისტური პარტიის პირველი მდივანი 1997-2008 წლებში. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი (1988—1993 და 1997 წლიდან), ქალაქ ტიულის მერი (2001 - 2008 წლებში). კორეზის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი 2008 წლიდან.
სწრაფი ფაქტები საფრანგეთის პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
ფრანსუა ოლანდი François Hollande | |
![]() | |
![]() | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 მაისი, 2012 – 14 მაისი, 2017 | |
წინამორბედი | ნიკოლა სარკოზი |
მემკვიდრე | ემანუელ მაკრონი |
დაბადებული | 12 აგვისტო, 1954 რუანი, ![]() |
პოლიტიკური პარტია | საფრანგეთის სოციალისტური პარტია |
მეუღლე | სეგოლენ რუაიალი (1973–2007) ვალერი ტრიერვეილერი (2007-დღემდე) |
შვილები | თომასი კლემენსი ჟულიენი ფლორა |
რელიგია | კათოლიკე |
ხელმოწერა | ![]() |
დახურვა
საფრანგეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოლანდმა ხმების 28,6 % მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კი — 27,1 %[1][2]. 6 მაისს გამართულ მეორე ტურში კი დაამარცხა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი[3][4].