![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/Emmanuel_Macron_%2528cropped%2529.jpg/640px-Emmanuel_Macron_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ემანუელ მაკრონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემანუელ ჟან-მიშელ ფრედერიკ მაკრონი (ფრანგ. Emmanuel Jean-Michel Frédéric Macron; დ. 21 დეკემბერი, 1977, ამიენი, საფრანგეთი) — ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლის 14 მაისიდან.
ემანუელ მაკრონი Emmanuel Macron | |
![]() მაკრონი 2017 წელს | |
![]() | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 14 მაისი 2017 |
წინამორბედი | ფრანსუა ოლანდი |
საფრანგეთის ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 აგვისტო 2014 – 30 აგვისტო 2016 | |
პრემიერ-მინისტრი | მანუელ ვალსი |
წინამორბედი | არნაუდ მონტებურგი |
მემკვიდრე | მიშელ საპენი |
დაბადებული | 21 დეკემბერი, 1977 (1977-12-21) (46 წლის) ამიენი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | ![]() |
პოლიტიკური პარტია | სოციალისტური პარტია (2006–2009) დამოუკიდებელი (2009–2016) En Marche! (2016–დღემდე) |
მეუღლე | ბრიჯით ტროგნეუ (2007–დღემდე) |
განათლება | პარიზის ნანტერის უნივერსიტეტი პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი მართვის ეროვნული სკოლა |
მაკრონი დაიბადა ქალაქ ამიენში; სწავლობდა ფილოსოფიას პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში. კარიერის დასაწყისში, მუშაობდა საჯარო მოხელედ, შემდეგ დაინიშნა საინვესტიციო ბანკირად. 2014 წლის აგვისტოში, პრემიერ ვალსის მთავრობაში[1] ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა; მინისტრის ამპლუაში, გაატარა ბიზნესისთვის სასარგებლო რეფორმები. 2016 წლის აგვისტოში მაკრონი გადადგა, რათა მონაწილეობა მიეღო საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[2][3] ამომრჩეველს იგი სთავაზობს სოციალურ-ლიბერალურ წინადადებებს.[4][5][6] 2016 წლის ნოემბერში, მაკრონმა განაცხადა, რომ მას მხარს უჭერს პარტია En Marche!.