![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a8/Attacus_atlas_qtl1.jpg/640px-Attacus_atlas_qtl1.jpg&w=640&q=50)
ფარშავანგთვალა ატლასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფარშავანგთვალა ატლასი (ლათ. Attacus atlas) — პეპელა ფარშავანგთვალასებრთა ოჯახისა. მსოფლიოს ყველაზე დიდი ზომის პეპელა[1]; ფრთების შლილი 25 სმ აღწევს; დედალი უფრო დიდია, ვიდრე მამალი. დედლის უდიდესი ეგზემპლარი, რომლის ფრთების შლილი 262 მმ-ს შეადგენდა, აღმოჩენილია კუნძულ იავაზე.[2]
სწრაფი ფაქტები ფარშავანგთვალა ატლასი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ფარშავანგთვალა ატლასი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ფარშავანგთვალა ატლასი ბუნებაში | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Attacus atlas | |||||||||||
გავრცელება | |||||||||||
![]() | |||||||||||
|
დახურვა
ფარშავანგთვალა ატლასი გავრცელებულია ტროპიკებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ტყეებში (სამხრეთი ჩინეთიდან და ტაილანდიდან ინდონეზიამდე, ბორნეომდე და იავამდე.)[3] დედალი იზიდავს მამალს სეკრეტირებადი ფერომონების მეშვეობით, რომლებიც მუცლის ქვევითაა განლაგებული. მამალი დედალს ეძებს ფერომონების სუნის მიხედვით[4] და ტოვებს კვერცხებს მცენარის ქვედა ნაწილში. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 8-დან 14 დღემდე.[4]