იავა
From Wikipedia, the free encyclopedia
იავა (ინდონ. Jawa) — კუნძული ინდონეზიაში, დიდი ზონდის კუნძულების ჯგუფში. ამ კუნძულზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ჯაკარტა. აქ მდებარეობდა ძლევამოსილი ინდუისტურ-ბუდისტური სამეფოები, ისლამური სასულთნოები და ჰოლანდიელების სამეფო. იავას ამჟამად წამყვანი ადგილი უკავია ინდონეზიის ეკონომუკრ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. 2006 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, აქ ცხოვრობს 130 მილიონი ადამიანი[1], მოსახლეობის მხრივ ეს კუნძული პირველია მსოფლიოში, იავა მოსახლეობის რაოდენობით უსწრებს იაპონიის ყველაზე დასახლებულ კუნძულ ჰონსიუსაც. იავა აგრეთვე პირველი კუნძულია მოსახლეობის სიმჭიდროვის მხრივაც.
აქ მრავალი კულტურული ძეგლი მდებარეობს, ერთ-ერთი მათგანია ბორობუდური, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.