იუნესკო
From Wikipedia, the free encyclopedia
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO, აკრ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) — გაეროს სპეციალიზებული სააგენტო. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.[2]
იუნესკო | |
---|---|
ინგლ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization ფრანგ. Organisation des Nations unies pour l'éducation, la science et la culture | |
აბრევიატურა | UNESCO |
შეიქმნა | 16 ნოემბერი, 1945 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | სპეციალური სააგენტო |
მდივანი | ოდრი აზულაი |
მშობელი ორგანიზაცია | გაერო |
მისამართი | 7, place de Fontenoy 75007 Paris |
ქვეყანა | საფრანგეთი |
თავმჯდომარე | ოდრი აზულაი |
კავშირები | Global Citizen Science Partnership[1] |
https://en.unesco.org, https://fr.unesco.org, https://es.unesco.org, https://ru.unesco.org, https://ar.unesco.org და https://zh.unesco.org |
ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. 2019 წლის მონაცემებით იუნესკო აერთიანებს გაეროს 193 სახელმწიფოს. აშშ და ისრაელი არ არიან იუნესკოს წევრები 2018 წლის 31 დეკემბრიდან, რადგან ორგანიზაციას ადანაშაულებენ ანტიისრაელურ მიკერძოებაში.[3] ქვეყანას. მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. იუნესკოს ყურადღების ცენტრში მოქცეულია აფრიკა და გენდერული თანასწორობა[4].