From Wikipedia, the free encyclopedia
ურაველი — სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ურავლის ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: მუსხი, წყორძა, ხეოთი). ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ახალციხიდან 17 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ურაველი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
თემი | ურაველი |
კოორდინატები | 41°33′19″ ჩ. გ. 43°04′15″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1250 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 660[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 660 ადამიანი.
ურაველი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -4 გრადუსი), ზომიერად თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსი). ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანად. სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.