From Wikipedia, the free encyclopedia
უდე — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: უდე, ზაზალო).[1] მდებარეობს ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1220 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 14 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
უდე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | უდე |
კოორდინატები | 41°38′22″ ჩ. გ. 42°47′38″ ა. გ. |
დაარსდა | ქვის ხანა |
ადრეული სახელები | უდიველი |
ცენტრის სიმაღლე | 1220 მ |
მოსახლეობა | 2728[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,3 % სომხები 0,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 366[2] |
საფოსტო ინდექსი | 0300[3] |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ადამიანის ცხოვრების კვალი უდეში ქვის ხანიდან დასტურდება. მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი — უდის განძი, რომელიც დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში.
თავდაპირველად დასახლება მდებარეობდა ამჟამინდელი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზეგანზე, ე.წ. „უდივლებზე“, თურქეთის საზღვრის პირას. „უდის ველი“ უძველესი ნასოფლარია, აქ არის გორსამარხები (ყორღანები), რომელიც შეიძლება მეოთხე ათასწლეულითაც დათარიღდეს. ისინი გარეგნულად ჰგავს მტკვრის ზემო წელში ნაპოვნ კამერიან ყორღანებს.
მოსახლეობის ჩამოსახლება დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე მოხდა სასმელი წყლის, ეკონომიკური და გეოგრაფიული პირობების გამო. თანამედროვე სოფელი უდე ხევ-ღელეებით, გორაკ-ბორცვებით და გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული, რის გამოც სახელს „უდის ველი“ სიტყვა „ველი“ ჩამოშორდა.
საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა, მებაღეობა, მეკატროფილეობა, მებოსტნეობა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2728 ადამიანი.
სოფელ უდესა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლია შემორჩენილი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.