ტოსკანა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოსკანა (იტალ. Toscana) — რეგიონი ცენტრალურ იტალიაში. მისი ფართობი 23 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 3 75 მლნ ადამიანი. რეგიონული დედაქალაქია ფლორენცია. ტოსკანური დიალექტი ლიტერატურული იტალიურის საფუძველია.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტოსკანა Toscana | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | ფლორენცია | ||||
შიდა დაყოფა | არეცოს პროვინცია, ფლორენციის პროვინცია, გროსეტოს პროვინცია, ლივორნოს პროვინცია, ლუკას პროვინცია, მასისა და კარარის პროვინცია, პიზის პროვინცია, პისტოიის პროვინცია, პრატოს პროვინცია, სიენის პროვინცია და Metropolitan City of Florence | ||||
კოორდინატები | 43°21′00″ ჩ. გ. 11°01′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Eugenio Giani | ||||
ფართობი | 22 993 კმ² | ||||
მოსახლეობა | 3 750 000 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 163,1 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
იტალიელები 93 % ალბანელები 2 % რუმინელები 1 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.toscana.it | ||||
ტოსკანა ცნობილია თავის თვალისმომჭრელი ლანდშაფტით, ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით და მისი დიდი გავლენით მაღალ კულტურაზე. ტოსკანა მიჩნეულია იტალიური რენესანსის დაბადების ნამდვილ ადგილად და წარმოადგენს ხელოვნებასა და მეცნიერებაზე უდიდესი გავლენის მომხდენი ადამიანის სამშობლოს, ისეთების, როგორებიც არიან პეტრარკა, დანტე, ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, ლუკა პაჩოლი და პუჩინი. აქედან გამომდინარე, რეგიონში გახსნილია რამდენიმე მუზეუმი (მათ შორის უფიცის, პიტის, ჩანსიანოს). ტოსკანას უნიკალური კულინარიული ტრადიციები გააჩნია, ცნობილია თავის ღვინოებით.
ტოსკანიდან ექვსი ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი: ფლორენციის ისტორიული ცენტრი (1982), სიენის ისტორიული ცენტრი (1995), პიზის კათედრალის მოედანი (1987), სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი (1990), პიენცის ისტორიული ცენტრი (1996) და ვალ-დ’ორჩა (2004). გარდა ამისა, ტოსკანას გააჩნია 120-მდე დაცული ბუნების ნაკრძალი. ამ ყოველივეს შედეგად, ტოსკანა და მისი დედაქალაქი ფლორენცია ძლიერ პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. თავის მხრივ ფლორენცია წელიწადში 10 მლნ ტურისტს იღებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია.[1]
ტოსკანა ადრე იყო რომაული ეტრურია, დასახლებული ეტრუსკებით ძვ.წ. 500 წელს. შუა საუკუნეებში გაყოფილი იყო ორ პატარა სახელმწიფოდ, რომლებიც XV-XVI საუკუნეებში ფლორენციის მმართველობის ქვეშ გაერთიანდნენ. 1861 წელს ტოსკანა იტალიის ნაწილი გახდა.