From Wikipedia, the free encyclopedia
სხალტბის სერი — დაბალი კუესტური სერი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს კვერნაქის ქედის აღმოსავლეთ ნაწილს. გაწოლილია მდინარეებს ქსანსა და არაგვს შორის. სიგრძე 12 კმ, ფართობი 74 კმ², ხოლო ტოპოგრაფიული ზედაპირის ფართობი 195,8 კმ².[1] მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1095,1 მ (მთა გოგოთისერი). სხვა მთებიდან მნიშვნელოვანია სხალტბა (1091 მ). ჩრდილოეთი კალთა დამრეცია, სამხრეთი — ციცაბო, განსაკუთრებით ფლატეა მდინარე არაგვისაკენ ორიენტირებული კალთა და ძეგვსა და მცხეთას შორის მდებარე მონაკვეთი.[2]
სხალტბის სერი | |
---|---|
კოორდინატები: 41°51′54″ ჩ. გ. 44°39′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | გოგოთისერი |
სიმაღლე | 1095,1 მ |
ფართობი | 74 კმ² |
სიგრძე | 12 კმ |
სიგანე | 2–4 კმ |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, თიხა და ქვიშაქვა |
აგებულია მოლასური ტიპის ნეოგენური ქანებით, მ. შ. კონტინენტური კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ღვარცოფული წვიმებისგან ნიადაგის ხშირი გადარეცხვის გამო მისი ქვედა ნაწილი ბედლენდური რელიეფით ხასიათდება. მონოკლინურ-ტექტონიკურ-ეროზიული დაბალი სერია. ჩრდილო დამრეცი კალთა თანდათან გადადის მუხრან-საგურამოს ვაკეში, სამხრეთით ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობაში. დანაწევრებულია მშრალი ხევებითა და ხრამებით.[3]
განვითარებულია ყავისფერი ნიადაგები, ხოლო სამხრეთ კალთებზეა თიხნარი და თიხნარქვიშიანი ბედლენდური ნიადაგები.[4] გაბატონებულია წიწვოვანი ნათელი ტყე. სხალტბის სერის სამხრეთ კალთაზეა შიომღვიმე. არის მრავალი ხელოვნური გამოქვაბული. ფერდობებზეა სოფლები: სხალტბა და გოროვანი. სერის ჩრდილოეთ ფერდობზე გაშენებული იყო შიომღვიმის წყალსადენი.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.