სუდანის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტერმინი სუდანი მომდინარეობს არაბულიდან: bilād as-sūdān "შავი ხალხის მიწა",[1][2] ტერმინი ზოგადად ცენტრალური და დასავლეთი აფრიკის აღსანიშნავად გამოიყენება, განსაკუთრებით საჰელის რეგიონისთვის.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4f/Su-map.png/320px-Su-map.png)
სუდანის თანამედროვე რესპუბლიკა 1956 წელს, 1899 წლიდან არსებული ანგლო-ეგვიპტური სუდანის საზღვრებში ჩამოყალიბდა. 1899 წლამდე ტერმინი სუდანი არ აღნიშნავდა სახელმწიფო ერთეულს, არამედ გამოიყენებოდა რეგიონის აღსანიშნავად.
დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე ისტორიის ადრეულ პერიოდში, ნილოსის სანაპიროზე არსებობდა ქუშის სამეფო. რომლის ისტორიაც გადაჯაჭვული იყო ძველი ეგვიპტის ისტორიასთან და ხშირად ერთ პოლიტიკურ ერთეულსაც წარმოადგენდნენ. ეგვიპტესთან სიახლოვის გამო ის მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაშიც, სამეფო VI საუკუნეში გაქრისტიანდა, ხოლო VII საუკუნეში გახდა მუსლიმანური. ქრისტიანული მემკვიდრეობის გამო ძველი ნუბიური წარმოადგენს ნილო-საჰარულ ენათა შორის უძველესს, რომელზეც არსებობს ჩანაწერები (უძველესი ჩანაწერები თარიღდება IX საუკუნით).
1956 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სუდანი შიდა კონფლიქტებში ჩეფლო: სუდანის პირველი სამოქალაქო ომი (1955-1972), სუდანის მეორე სამოქალაქო ომი (1983-2005), 2011 წლის 9 ივლისს სამხრეთი სუდანის დამოუკიდებლობისთვის სწრაფვის გამო მდგომარეობის ესკალაცია, დარფურის კონფლიქტი (2003-2010).