![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/Steven_Wilson_%2528ZMF_2016%2529_jm13763_%2528cropped%2529.jpg/640px-Steven_Wilson_%2528ZMF_2016%2529_jm13763_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
სტივენ უილსონი
ინგლისელი მუსიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
სტივენ ჯონ უილსონი (ინგლ. Steven John Wilson; დ. 3 ნოემბერი, 1967, ლონდონი) — ინგლისელი მუსიკოსი, ცნობილი როგორც ჯგუფ Porcupine Tree-ს დამაარსებელი, წამყვანი გიტარისტი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი. მონაწილეობს არაერთ ჯგუფსა და მუსიკალურ პროექტში (როგორებიც არის No-Man და Blackfield) და სოლო-კარიერას მისდევს.
სწრაფი ფაქტები სტივენ უილსონი, ბიოგრაფია ...
სტივენ უილსონი | |
---|---|
![]() უილსონის გამოსვლა მადრიდში, 2018 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სტივენ ჯონ უილსონი |
დაბ. თარიღი | 3 ნოემბერი, 1967 (1967-11-03) (56 წლის) |
დაბ. ადგილი | კინგსტონ-აპონ-თემზი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პროგრესული როკი, პროგრესული მეტალი, ფსიქოდელიური როკი, არტ როკი, ემბიენტი, კრაუტროკი, ალტერნატიული როკი, პოსტ-პანკი, ჯაზ ფიუჟენი, ექსპერიმენტული როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარები, ბას-გიტარა, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები, მელოტრონი, ციმბალი, ფლეიტა, ბანჯო, სემპლერი, ორგანი, არფა, პროგრამირება |
აქტიური | 1983–დღემდე |
საიტი | Steven Wilson Headquarters |
სტივენ უილსონი ვიკისაწყობში |
დახურვა
უილსონი თვითნასწავლი პროდიუსერი, ხმის ინჟინერი, გიტარისტი და კლავიშისტია და უკრავს არაერთ სხვა ინსტრუმენტზე (მათ შორის არის ბას-გიტარა, საკონცერტო არფა, ციმბალი და ფლეიტა).
წარსულში უილსონი ცხოვრობდა როგორც თელ-ავივში, ასევე ლონდონში[1], თუმცა ამჟამად ისრაელში საცხოვრებელ ფართს აღარ ფლობს.[2]