ალტერნატიული როკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალტერნატიული როკი (ასევე, ალტერნატიული მუსიკა ან უბრალოდ ალტერნატივა) (ინგლ. alternative music, ასევე, ძირითადად დიდ ბრიტანეთში, — indie) როკ მუსიკის ჟანრია რომელიც 1980-იან წლებში გამოჩნდა და პოპულარობა 1990-იან წლებში მოიპოვა. ტერმინი „ალტერნატიული“ გამოგონებულ იქნა, რათა აღეწერა პანკ-როკით შთაგონებული ჯგუფები დამოკიდებელი ხმისჩამწერი ლეიბლებით, რომელიც იმ დროის მეინსტრიმულ ჟანრებში არ ჯდებოდნენ. როგორც მუსიკალური ჟანრი, ალტერნატივა შეიცავს სხვადასხვა ქვეჟანრებს რომლებიც ამოტივტივდნენ დამოუკიდებელი მუსიკიდან ეს ჟანრები არიან: გრანჟი, ბრიტპოპი, გოთიკური როკი, და ინდი-პოპი. 80-იან წლებში ალტერნატიული მუსიკიდან მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი იყო პოპულალური. ორმა ასეთმა ჯგუფმა R.E.M. და The Cure დიდი კომერციული მოგება ნახა, მაგრამ ნამდვილი წარმატება ალტერნატიულმა როკმა 90-იან წლებში მოიპოვა, როდესაც მეინსტრიმში ნირვანა გამოჩნდა. 1991 წელს, სინგლის „Smells Like Teen Spirit-ის“ წყალობით, ჯგუფმა პოპულარული გახადა ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა ასევე მოიპოვეს პოლულარობა და შედეგად, 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.
ალტერნატიული როკი | |
---|---|
ჟანრობრივი წარმომავლობა |
პანკ-როკი პოსტ-პანკი ახალი ტალღა ჰარდკორ-პანკი |
კულტურული წარმომავლობა | ადრეული 1980-იანების დიდი ბრიტანეთი და აშშ |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები | გიტარა - ბასი - დასარტყმელი საკრავები |
ქვეჟანრები | |
ბრიტპოპი - კოლეჯ-როკი - დრიმ-პოპი - გოთიკური როკი - გრანჟი - ინდი-პოპი - ინდი-როკი - ნოიზ-პოპი - ფეისლი ანდერგრაუნდი - პოსტ-როკი - შუგეიზინგი - ტუი პოპი | |
აღრეული ჟანრები | |
ალტერნატიული მეტალი - გოთაბილი - ინდუსტრიული როკი - მედჩესტერი - პოსტ-პანკის აღორძინება - რაიოტ გრრრლი | |
რეგიონული განშტოებები | |
მასაჩუსეტსი - სიეტლი - ილინოისი - მერილენდი - მანჩესტერი | |
სხვა თემები | |
ჯგუფები - კოლეჯის რადიო - ისტორია - ინდი მუსიკა - ლოლაპალუზა |