From Wikipedia, the free encyclopedia
ჟანრი (ფრანგ. genre — სახეობა) — ლიტერატურული კომპოზიციის კატეგორიზებისთვის კრიტერიუმების თავისუფალი ერთობლიობა; ამ ტერმინს ხელოვნების ნებისმიერი სხვა სახის თუ გამონათქვამის ფორმის განსაზღვრისთვის იყენებენ.
ხელოვნების ნებისმიერ ფორმაში, ჟანრები ბუნდოვანი კატეგორიებია, რომელთაც მკვეთრად გამოხატული საზღვრები არ გააჩნიათ. ჟანრები კონვენციური ხასიათისაა და ხელოვნების არაერთი ნიმუში ერთსა და იმავე დროს რამდენიმე ჟანრს განეკუთვნება, ამა თუ იმ ჟანრის პრინციპების სესხებისა და გაერთიანების გამო. სიტყვა „ჟანრი“, როგორც წესი, ვრცელდება ხელოვნებასა და კულტურაზე, განსაკუთრებით ლიტერატურაზე. ჟანრის შესწავლის საკითხში ჟანრის კონცეფცია დოგმატურობას გამორიცხავს. უფრო მეტად, აღიარებულია, რომ ხელოვნების და ლიტერატურის ნიმუშებში აისახება ესა თუ ის ჟანრი ან მიესადაგება მათ კონვენციებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.