From Wikipedia, the free encyclopedia
სონინკები ასევე: სარაკოლე, სარაკულე, სარაჰული — დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სენეგალში, მალიში, გვინეაში და მავრიტანიაში.[2] ისინი საუბრობენ სონონკე ენაზე რომელსაც მარაკაც ეწოდება და მანდეს ენების ოჯახის წარმომადგენელია.[3]
სონინკები დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი პირველი ჯგუფია რომლებმაც X საუკუნეში ისლამი მიიღეს.[4] დრეისთვის მათი დაახლოებითი რაოდენობა 2 მილიონია.[1]
სონინკებმა 750-1240 წლებში განის იმპერია შექმნეს. სონინკების ქვე-ჯგუფებს წარმოადგენენ: მარკები და სონინკე-ვანგარები. სონინკების კულტურული ტრადიციები მანდეს ხალხების ტრადიციების მსგავსია.
სონინკები ტრადიციულად ვაჭრობით და სოფლისმეურნეობით არიან დაკავებული. წვიმების სეზონში ქალებიც და მამაკაცებით მიწის დამუშავებით არიან დაკავებული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.