From Wikipedia, the free encyclopedia
სეტუბალი (პორტ. Setúbal; [sɨˈtubaɫ]) – ქალაქი სეტუბალის მუნიციპალიტეტში, ამავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ფართობი 172 კმ², მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 123,496 (2021)[1] კაცი, ქალაქში ცხოვრობს 89,303[2] კაცი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სეტუბალი Setúbal | |||||
| |||||
ქვეყანა | პორტუგალია | ||||
რეგიონი | ლისაბონი | ||||
კოორდინატები | 38°31′27″ ჩ. გ. 8°53′33″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ანდრე მარტინსი | ||||
ფართობი | 170,57 კმ² | ||||
მოსახლეობა | 123 496 კაცი (2021) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 | ||||
ოფიციალური საიტი | mun-setubal.pt | ||||
ალ-ანდალუსიის სახელმწიფოს არსებობის პერიოდში (711–1492) ქალაქს არაბული სახელი შეტუბალი ეწოდებოდა ( არაბ. شَطُوبَر).
ქალაქის დღსასწაული დღე არის 15 სექტემბერი, რომელიც სათავეს 1860 წლიდან იღებს, როდესაც პედრუ V-მ სეტუბალს ოფიციალურად მიანიჭა ქალაქის სტატუსი.
დღევანდელი მერი არის ანდრე მარტინსი[3], ერთიანი დემოკრატიული კოალიციიდან.
სეტუბალი მდებარეობს მდინარე სადუს ჩრდილოეთ ნაწილში, ოკეანის შესართავთან. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონიდან დაახლოებით 40 კილომეტრში.
ქალაქის მთავარი სპორტული კლუბი არის ვიტორია, დაარსებული 1910 წლის 20 ნოემბერს.