From Wikipedia, the free encyclopedia
საცხენისი — სოფელი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის თემში.[2] მდებარეობს ივრის ზეგნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ლოჭინის ზემოთში, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, გარდაბნიდან 55 კმ, ვაზიანიდან 15 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 432 კაცი. სოფელში დგას საცხენისის ღვთისმშობლის ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
საცხენისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°47′57″ ჩ. გ. 45°03′55″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
მოსახლეობა | 432[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორიული წყაროდან ირკვევა, რომ ვახტანგ გორგასალი თბილისის მიდამოების უკაცრიელობის გამო ხშირად მიდიოდა უჯარმის ციხე-ქალაქს საცხენისის გავლით. სოფლის მიდამოებში კი თურმე სამეფო ცხენთა ჯოგი იდგა. აქ ყოფილა რუსთავ-მარტყოფის სადროშოს მთავარი საჯინიბოები, საიდანაც სავარაუდოდ წარმოდგება სახელწოდება „საცხინისი“.[3]
სოფელი ყმა-მამულით ქართველი მეფეების მიერ მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის მონასტრისადმი ყოფილა შეწირული. შედიოდა რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოში და მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა.[3]
საცხენისი მეზობელ სოფლებთან ერთად ერთ-ერთ გადამწყვეტ სამხედრო გამაგრებულ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა დაღესტნის მხრიდან შემოსეული მტრებისაგან სატახტო ქალაქის დასაცავად. ლეკთა გაუთავებელმა თავდასხმებმა XVIII საუკუნის 50-იანი წლების დამდეგს განადგურებამდე მიიყვანა სოფელი. კერძოდ, ეს მოხდა 1752 წელს, როცა სოფელი ნასოფლარად იქცა. ასე გაგრძელდა ნახევარი საუკუნე. მარტყოფის მთავარეპისკოპოსმა სტეფანე რუსთაველმა 1794-1795 წლებში მარტყოფის საეკლესიო გლეხების 12 კომლი გადაიყვანა ნასოფლარში და ყოველ მათგანს გამოუყო საჭირო საკომლო მიწები.[3]
საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მერძევეობა და მებოსტნეობა. 1952 წელს ამოქმედდა და საცხენისის ჰიდროელექტროსადგური.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.