From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ჰიმნი, „თავისუფლება“, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 21 მაისიდან. საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.
ჰიმნის ნოტები | |
ქვეყანა | საქართველო |
---|---|
ტექსტის ავტორი | დავით მაღრაძე |
მუსიკის ავტორი | ზაქარია ფალიაშვილი |
შემოღებულ იქნა | 2004 წელს |
ახალი სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2004 წლის 20 მაისს [1], პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომიდან ზუსტად 5 თვის შემდეგ. მანამდე კანონი განხილულ იქნა 22 აპრილს, 2004 წელს, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტი „სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა წარმოადგინა და დეპუტატებს ჰიმნის მიღების წინა ისტორია გააცნო. მისი ინფორმაციით, ჰიმნზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად მუსიკა შეირჩა, შემდეგ, ტექსტთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. ამის შემდეგ დეპუტატებისთვის გაიჟღერა ჰიმნის მუსიკამ.[2]
პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნის თაობაზე, აზრთა სხვადასხვაობა გამოითქვა. ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატთა ერთი ნაწილი საბოლოო სრულყოფისათვის ჰიმნის მიღების გადადებას მოითხოვდა. საკითხის განხილვის დასასრულს, დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ 131 მომხრით 14-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ პირველი მოსმენით მიიღო.[3]
ჰიმნის ტექსტი და მუსიკა დამტიცებულია კანონით, ხოლო მისი ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით.
ჰიმნის მუსიკა შეიქმნა, ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის ზაქარია ფალიაშვილის ოპერების: „აბესალომ და ეთერისა“ (1918) და „დაისის“ (1923) მიხედვით, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის მიერ.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები | |
---|---|
დიდება (1918–1922) | |
საქართველოს სსრ-ის ჰიმნი (1944–1991) | |
დიდება (1990–2004) | |
თავისუფლება (2004– დღემდე)
|
ქართულად | (ISO 9984:1996 ნორმა) | ოფიციალური ტრანსლიტერაცია |
---|---|---|
ჩემი ხატია სამშობლო, |
č’emi xatia samšoblo, |
|
ტექსტში გამოყენებულია ნაწყვეტები ქართველი კლასიკოსების: აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანისა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.