From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მანამდე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 15 ოქტომბერი, 2017 (პირველად) 1 იანვარი, 2024 (ხელმეორედ) |
გაუქმდა | 14 ივლისი, 2018 |
მინისტრი | თეა წულუკიანი |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს დაარქივებული 2021-01-09 საიტზე Wayback Machine. ) საქართველოს კანონის შესაბამისად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუერთდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი.
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყება შეუერთდა — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის მიმართულება გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჩამოყალიბდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.