Remove ads
ქართველი მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
ნოდარ წულეისკირი (დ. 5 მარტი, 1932, სოფელი ბანძა, გეგეჭკორის რაიონი — გ. 11 თებერვალი, 2015) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, რედაქტორი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და კულტურის მინისტრი.
ნოდარ წულეისკირი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 მარტი, 1932 |
დაბადების ადგილი | ბანძა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 11 თებერვალი, 2015 (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | წერაქვი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Magnum opus | აფთრები |
გავლენა მოახდინეს |
ნოდარ წულეისკირი დაიბადა 1932 წლის 5 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ალექსანდრე წულეისკირისა და თამარ ზედანიას ოჯახში. მამა, ალექსანდრე წულეისკირი განათლებით ფილოლოგი იყო, დედის ოჯახი კი, ხალხურ მედიცინას მისდევდა. ოჯახს ოთხი შვილი ჰყავდა: ნოდარი, თალიკო, შუქური და ოტია. 1939 წელს, 7 წლის ნოდარმა სწავლა დაიწყო სოფელ ბანძის № 1 საჯარო სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ, მომავალმა მწერალმა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1955 წელს დაასრულა. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1959 წლის ჟურნალ „ცისკარის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა მისი ნოველები: „მეპაპიროსე მოსე“, „ექვთიმეს ხე“, „ლუკა“.
1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ „დილას“ პასუხისმგებელ მდივნად, „ცისკრის“, „მნათობის“ განყოფილების გამგედ. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად.
ნოდარ წულეისკირის რომანი „აფთრები“[1] იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი „მონანიება“.
1990 წლის ნოემბერში ნოდარ წულეისკირი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
ნოდარ წულეისკირი არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორია. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე.
ნოდარ წულეისკირმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები მიხეილ ჯავახიშვილის მშობლიურ სოფელ წერაქვში გაატარა. იგი წერაქვში 1992 წლის იანვრის მოვლენების შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად და დაინიშნა სოფლის სკოლის დირექტორად.
დაკრძალულია სოფელ წერაქვში, საკუთარ ეზოში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.