Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სამინისტრო (ლათ. ministro — ვმსახურობ, ვმართავ) — სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური დარგობრივი ორგანო, მთავრობის ძირითადი სტრუქტურული ერთეული, უწყება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.
სამინისტროები თავდაპირველად დასავლეთ ევროპის ქვეყნები შეიქმნა აბსოლუტური მონარქიის განმტკიცების შედეგად (XVI-XVII სს.) და თანდათანობით ცენტრალურ სამთავრობო დაწესებულებათა ერთიან სისტემად ჩამოყალიბდა. მინისტრი მისი დამნიშნავი მონარქის მითითებებს ასრულებდა და მის წინაშე იყო პასუხისმგებელი. სამინისტროები არსებითად ხელუხლებლად დატოვა ბურჟუაზიულმა რევოლუციებმა. ზოგ ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებისა და პარლამენტარიზმის განვითარების დროიდან სამინისტროები პარლამენტის წინაშე არიან პასუხისმგებელნი.
სამინისტროები, როგორც წესი, იქნმება საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო მეთაურის, კანონის, ან მთავრობის აქტით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.