საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია.[1] 1991 წლის 9 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას №187 ბრძანებულებით, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალუტ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ეროვნული გვარდია დაექვემდებარა უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | |
სამინისტროს გერბი | |
უწყების შესახებ | |
---|---|
მინისტრი | ირაკლი ჩიქოვანი |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
საიტი | |
www.mod.gov.ge |
1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.
სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]