![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7d/Georgia_Minister_of_Defense_Irakli_Chikovani_%2528%25E1%2583%2598%25E1%2583%25A0%25E1%2583%2590%25E1%2583%2599%25E1%2583%259A%25E1%2583%2598_%25E1%2583%25A9%25E1%2583%2598%25E1%2583%25A5%25E1%2583%259D%25E1%2583%2595%25E1%2583%2590%25E1%2583%259C%25E1%2583%2598%2529_upon_the_conclusion_of_the_23rd_iteration_of_the_Ukraine_Defense_Contact_Group_at_NATO_Headquarters_in_Brussels%252C_Belgium%252C_June_13%252C_2024_%2528cropped%2529.jpg/640px-thumbnail.jpg&w=640&q=50)
ირაკლი ჩიქოვანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ირაკლი ჩიქოვანი (დ. 28 აგვისტო, 1980, ზუგდიდი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
ირაკლი ჩიქოვანი | |
![]() | |
![]() ![]() | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 8 თებერვალი, 2024 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი კობახიძე |
წინამორბედი | ჯუანშერ ბურჭულაძე |
დაბადებული | 28 აგვისტო, 1980 (1980-08-28) (43 წლის) ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე | დიანა ჟღენტი |
შვილები | 3 |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი იურისკონსულტი, განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის უფროსი. 2004-2005 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი. 2005-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. 2006-2007 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი. 2007-2009 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 2009-2016 წლებში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი, გენერალური მდივანი.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2018 წლებში მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID) პროგრამებში. 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში. 2019-2020 წლებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში.
2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] მან ხმათა 48,24% (26 085 ხმა) მიიღო და გავიდა მეორე ტურში, სადაც ხმათა 93,88% (31 678 ხმა) მიიღო. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
2024 წლის 8 თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
ირაკლი ჩიქოვანის მეუღლე დიანა ჟღენტი პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.[3]