საქართველოს გენერალური პროკურატურა — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.[3]
სწრაფი ფაქტები უწყების შესახებ ...
დახურვა
- კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
- ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
- სისხლის სამართლებრივ დევნა;
- სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
- თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების დაკავება, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;
- სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა როგორც მხარე - სახელმწიფო ბრალდება;
- დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
- ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათას განხორციელების უზრუნველყოფა;
- უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემა და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემა;
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე საქართველოს სსრ პროკურატურა შედიოდა სსრკ პროკურატურის სისტემაში.
- 1991 წელს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაიწყო ე.წ გარდამავალი პერიოდი და საქართველოს 1978 წლის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახად, საქართველოს ტერიტორიაზე კანონების ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულებისადმი უმაღლეს ზედამხედველობას ახროციელებდა საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები. საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. ამ პერიოდში პროკურატურა საბჭოური ტიპის უწყებად რჩებოდა, ვინაიდან არ იყო მიღებული რესპუბლიკური საკანონმდებლო აქტები და პროკურატურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი რეგულირდებოდა სსრ კავშირის კანონმდებლობით.
- 1992 წლის 11 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ დაამტკიცა „საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის დროებითი დებულება“, რომლითაც პროკურატურის სტატუსი განისაზღვრა შემდეგნაირად:
- 1. საქართველოს პროკურატურა წარმოადგენდა ერთიან, ცენტრალიზებულ, დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საბჭოს მიერ დანიშნული გენერალური პროკურორი, იგი ანგარიშვალდებული იყო სახელმწიფო საბჭოს წინაშე.
- 2. პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო:
- ა) საერთო ზედამხედველობა;
- ბ) ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო, მოკვლევისა წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ კანონების შესრულებაზე;
- გ) ზედამხედველობა დაკავებულთა მოთავსებისა და წინასწარი პატიმრობის ადგილებში, სასჯელისა და სასამართლოს მიერ დანიშნული იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულების დროს კანონთა შესრულებაზე;
- გ) ზედამხედველობა საჯარისო მმართველობის ორგანოების, საჯარისო ნაწილებისა და დაწესებულებების მიერ კანონების შესრულებაზე;
- დ) მონაწილეობა სასამართლოების მიერ საქმეების განხილვაში;
- ე) სსსკ-ით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულთა წინასწარი გამოძიება.
1992 წელსვე პროკურატურის ორგანოების ერთიან სისტემაში შეიქმნა სამხედრო პროკურატურა, რომელიც შედგებოდა მთავარი სამხედრო პროკურატურისა და რეგიონული სამხედრო პროკურატურებისაგან (სამხედრო პროკურატურამ იარსება 2004 წლამდე).
- 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციისა და 1997 წლის 21 ნოემბერს მიღებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენდა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც ახორციელებდა სისხლისსამართლებრივ დევნას, ზედამხედველობდა მოკვლევას, სასჯელის მოხდას, მხარს უჭერდა სახელმწიფო ბრალდებას. გენერალურ პროკურორს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობაზე ნიშნავდა პარლამენტი. ქვემდგომ პროკურორებს ნიშნავდა გენერალური პროკურორი. გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს წარმოადგენდა გენერალური პროკურატურის კოლეგია. საქართველოში პროკურატურის სისტემაში შედიოდა: საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურა, საქართველოს სატრანსპორტო პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რეგიონული სამხედრო და სატრანსპორტო პროკურატურები, რაიონის (ქალაქის) პროკურატურები და სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურატურები. პროკურატურის სისტემა ამ სახით ფუნქციონირებდა 2004 წლამდე. 2004 წელს განხორციელებული ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა სამხედრო, სატრანსპორტო, სასჯელაღსრულებისა და საქალაქო პროკურატურები.
- 2008 წლის 10 ნოემბრიდან, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურა შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით. პროკურატურის სისტემას საერთო ხელმძღვანელობას უწევდა იუსტიციის მინისტრი. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობდა მთავარი პროკურორი, რომელსაც 2008 – 2013 წლებში იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს პრეზიდენტი. პროკურატურის სისტემა - მთავარი პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები.
2018 წელს, პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით იქნა აღიარებული. შედეგად, ის გამოეყო იუსტიციის სამინისტროს და გახდა სრულად დამოუკიდებელი უწყება.
უწყების დასახელება - მთავარი პროკურატურა - გენერალური პროკურატურით შეიცვალა; თანამდებობა მთავარი პროკურორი კი - გენერალური პროკურორით.
საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო საპროკურორო საბჭოს - რომლის მთავარი ფუნქცია პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს თავად საბჭოს წევრები ირჩევენ.
საპროკურორო საბჭო თავად ატარებს კონსულტაციებს, ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
საპროკურორო საბჭო ისმენს პროკურატურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაფართოვდა გენერალური პროკურორის უფლება-მოვალეობები.
გენერალური პროკურორი პასუხისმგებელია პროკურატურის სისტემის სრულ მართვაზე; არის სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ბრალმდებელი; გენერალური პროკურორი ანგარიშვალ დებულია პარლამენტის წინაშე.
გაძლიერდა საპარლამენტო კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე.
- დღეის მდგომარეობით პროკურატურის სტატუსი, სტრუქტურა და საქმიანობის მიმართულებები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
- 1. საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
- 2. მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საპროკურორო საბჭო; კანდიდატურა შემდგომ წარედგინება საქართველოს მთავრობას; მთავრობის თანხმობის შემდეგ, მთავარ პროკურორს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.
- 3. პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილია დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო.
საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს წევრები არიან:
- ა) იუსტიციის მინისტრი – საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე;
- ბ) საპროკურორო საბჭოს 8 წევრი, რომლებსაც ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია;
- გ) საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, რომელთაგან ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს იმ პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, ირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები;
- დ) საპროკურორო საბჭოს 2 წევრი, საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
- 4. პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს მთავარი პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები, აგრეთვე სპეციალიზებული პროკურატურები (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში).
- 5. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:
- ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
- ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე;
- გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;
- დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;
- ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პენიტენციურ და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს აღასრულებენ;
- ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე, და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
- ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
- თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
- ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.[4]
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესების პროცესში ჩართულია როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. საპროკურორო საბჭოსთან ერთად ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩართულობა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესების პროცესში არსებითია, ვინაიდან ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის, როგორიც მთავარი პროკურორია, შერჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლება არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ რომელიმე პირზე ან ორგანოზე დამოკიდებული; პროცედურა მკაცრად უნდა იყოს გაწერილი და გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს. სწორედ ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარ პროკურორად დანიშნული პირის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას.[5]
მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ხოლო, თუ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეუწყდა − უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.
მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას (რომელთაგან ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის) ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი, რისთვისაც ეს უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში წინასწარ კონსულტაციებს გადის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.[6]
იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ ფარული კენჭისყრით. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, იუსტიციის მინისტრი ერთი კვირის ვადაში პირველად წარდგენისათვის დადგენილი წესით ასახელებს სხვა კანდიდატურებს.
საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მიერ თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. თუ მთავრობა თანხმობას არ განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა არჩეულად ჩაითვლება, თუკი მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატების მიმართ სრული პროცედურა თავიდან გამეორდება.[7]
- საქართველოს გენერალური პროკურორები
საქართველოს გენერალური პროკურატურა 2004 წლის 14 იანვრამდე სასამართლო ხელისუფლების ნაწილი იყო.
- ირაკლი ოქრუაშვილი, 14 იანვარი, 2004 – 7 ივნისი, 2004
- ზურაბ ადეიშვილი, 10 ივნისი, 2004 – 26 აპრილი, 2007
- ზურაბ ბიბილაშვილი, 26 აპრილი, 2007 – 31 იანვარი, 2008
- ეკა ტყეშელაშვილი, 31 იანვარი, 2008 - 11 ნოემბერი, 2008
2008 წლის 10 ნოემბრიდან, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურა შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით.
- საქართველოს მთავარი პროკურორები
- მამუკა გვარამია, 11 ნოემბერი, 2008 – 28 სექტემბერი, 2009
- მურთაზ ზოდელავა, 28 სექტემბერი, 2009 - 8 ოქტომბერი, 2012
- არჩილ კბილაშვილი, 8 ოქტომბერი, 2012 – 7 ნოემბერი, 2013
- ოთარ ფარცხალაძე, 7 ნოემბერი, 2013 – 30 დეკემბერი, 2013
- ირაკლი შოთაძე (მოვალეობის შემსრულებელი), 30 დეკემბერი, 2013 – 21 იანვარი, 2014
- გიორგი ბადაშვილი, 21 იანვარი, 2014 – 19 ნოემბერი, 2015
- ირაკლი შოთაძე, 19 ნოემბერი, 2015 – 31 მაისი, 2018
- მამუკა ვასაძე (მოვალეობის შემსრულებელი), 31 მაისი, 2018 – 16 ივლისი, 2018
2018 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურა გადაკეთდა საქართველოს გენერალური პროკურატურად.[8]
- საქართველოს გენერალური პროკურორები
საოლქო დანაწილება და ოლქის პროკურორები
ქ. თბილისის პროკურატურა
- ქ. თბილისის პროკურორი - მალხაზ კაპანაძე
- პროკურორის მოადგილე - კონსტანტინე სირაძე
- პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი - მერაბ ჯერანაშვილი
- მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
- ტელეფონი: (32) 240 54 11, (+995 32) 240 54 12
- ელ.ფოსტა: makapanadze@pog.gov.ge
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა
- საოლქო პროკურორი - შოთა ტყეშელაშვილი
- პროკურორის მოადგილე - გიორგი ცხოვრებაძე
- მისამართი: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის N 20
- ტელეფონი: (32) 240 55 55
- ელ.ფოსტა: kochlamazashvili@pog.gov.ge
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა
- საოლქო პროკურორი -
- პროკურორის მოადგილე -
- მისამართი: ქ.ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა N 1
- ტელეფონი: (+995 32) 2405631
- ელ.ფოსტა: makapanadze@pog.gov.ge
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა
- რესპუბლიკის პროკურორი -
- პროკურორის მოადგილე - ანზორ ლაცუზბაია
- პროკურორის მოადგილე - პაატა ჯახუტაშვილი
- მისამართი: ქ.თბილისი, გორგასლის ქ. N 24
- ტელეფონი: (32) 240 59 48; (+995 32) 240 57 44
- ელ.ფოსტა: pjakhutashvili@pog.gov.ge
კახეთის საოლქო პროკურატურა
- საოლქო პროკურორი - ლევან პაქსაშვილი
- პროკურორის მოადგილე - ვაჟა მაღრაძე
- მისამართი: ქ. თელავი, ერეკლე II მოედანი N3
- ტელეფონი: (+995 32) 240 56 56
- ელ.ფოსტა: lpaksashvili@pog.gov.ge
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა
- საოლქო პროკურორი - ლევან გეგეჭკორი
- პროკურორის მოადგილე - დავით ჩხარტიშვილი
- მისამართი: ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა N 17
- ტელეფონი: (+995 32) 240 54 54
- ელ.ფოსტა: lgegechkori@pog.gov.ge
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა
- რესპუბლიკის პროკურორი - ნათია სონღულაშვილი
- პროკურორის მოადგილე - ანზორ უსტიაძე
- მისამართი: ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის N7
- ტელეფონი: (32) 2 40 56 12
- ელ.ფოსტა: lpaksashvili@pog.gov.ge
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა
- საოლქო პროკურორი - ილია ჯალაღანია
- პროკურორის მოადგილე - ზაზა წულაია
- მისამართი: ქ. ზუგდიდი, სპირიდონ კედიას ქუჩა N 5
- ტელეფონი: (+995 32) 240 56 96
- ელ.ფოსტა: ijalaghania@pog.gov.ge
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა
- საოლქო პროკურორი - ავთანდილ კოჭლამაზაშვილი
- პროკურორის მოადგილე - ზაზა მეტონიძე
- მისამართი: ქ. გორი, გურამიშვილის ქ. N5
- ტელეფონი: (+995 32) 240 54 95
- ელ.ფოსტა: akochlamazashvili@pog.gov.ge[9]