From Wikipedia, the free encyclopedia
სარა სიგერი (დ. 21 ივლისი, 1971) — კანადელი წარმოშობის ამერიკელი ასტრონომი და პლანეტარული მეცნიერი.[12] ის არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი და ცნობილია ეგზოპლანეტებსა და მათ ატმოსფეროზე მუშაობით. ის ამ თემებზე არის ორი სახელმძღვანელოს ავტორი და აღიარებულია ჟურნალების: Popular Science,[13] Discover Magazine,[14] Nature, და TIME Magazine მიერ გამოკვლევისთვის. სიგერს მიენიჭა მაკარტურის სტიპენდია 2013 წელს ეგზოპლანეტების ატმოსფეროზე ქიმიური კვალის აღმოჩენის შესახებ თეორიული ნაშრომის დაწერის შემდეგ. მან ასევე დაწერა პლანეტების ტრანზიტების დასაკვირვებლად იაფი კოსმოსური ობსერვატორიების შემუშავების თემაზე.[15]
სარა სიგერი | |
---|---|
| |
დაბ. თარიღი | 21 ივლისი, 1971[1] [2] (53 წლის) |
დაბ. ადგილი | ტორონტო |
მოქალაქეობა |
აშშ[2] კანადა |
საქმიანობა | ასტრონომი, ფიზიკოსი, ასტროფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ბიოლოგი |
მუშაობის ადგილი | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[3] , პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი[2] და Carnegie Institution for Science[2] |
ალმა-მატერი | ტორონტოს უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი[4] და Jarvis Collegiate Institute |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
ჯილდოები | მაკართურის სტიპენდია[5] , Helen B. Warner Prize for Astronomy[6] , Sackler Prize for Physics, Nature's 10[7] , კანადის ორდენის ოფიცერი[8] , AAAS-ის წევრი[9] , Magellanic Premium[10] და კავლის პრემია ასტროფიზიკაში[11] |
საიტი |
seagerexoplanets.mit.edu saraseager.com |
გარე ვიდეო | |
---|---|
სარა სიგერი, "პლანეტების ძებნა ჩვენი მზის სისტემის მიღმა", TED2015 | |
"კოსმოსური ექსპერტები განიხილავენ სამყაროში სიცოცხლის ძიებას NASA-ში", NASA 2014 წ. | |
"სარა სიგერი", წარმოშობა 2011 წ |
სიგერი დაიბადა ტორონტოში, ონტარიოში და არის ებრაელი.[12][16] მისი მამა, დევიდ სიგერი, რომელმაც თმა დაკარგა 19 წლის ასაკში, იყო თმის გადანერგვის სფეროს პიონერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი. მან ტორონტოში სიგერის თმის გადანერგვის ცენტრი დააფუძნა.[17][15]
მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკასა და ფიზიკაში ტორონტოს უნივერსიტეტში 1994 წელს,
ბუნებრივი მეცნიერებებისა და საინჟინრო კვლევის საბჭოს ბაკალავრიატის სტუდენტური კვლევის ჯილდოს დახმარებით. 1999 წელს მიიღო ასტრონომიის დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისმა სადოქტორო ნაშრომმა შეიმუშავა ატმოსფეროს თეორიული მოდელები ეგზოპლანეტებზე. მას ხელმძღვანელობდა დიმიტარ სასელოვი.
1999-2002 წლებში მას ეკავა პოსტდოქტორანტი მკვლევრის თანამდებობა გაფართოებული კვლევების ინსტიტუტში. 2006 წლამდე იყო ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. იგი შეუერთდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს 2007 წლის იანვარში, როგორც ასოცირებული პროფესორი ფიზიკასა და პლანეტების მეცნიერებაში.[18] 2010 წლის ივლისში სრულუფლებიან პროფესორად აიყვანეს [19] ამჟამად ფლობს „1941 წლის კლასის“ კათედრას.
იგი აირჩიეს ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების მემკვიდრე წევრად 2020 წელს.[20]
ის დაქორწინებულია ჩარლზ დაროუზე. პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. მისი პირველი მეუღლე, მაიკლ ვევრიკი, გარდაიცვალა კიბოთი 2011 წელს.[21][22]
სიგერის კვლევა ძირითადად მიმართული იყო ეგზოპლანეტების აღმოჩენასა და ანალიზზე; კერძოდ, მისი მოღვაწეობა ორიენტირებულია დედამიწის იშვიათ ანალოგებზე. მას NASA-მ უწოდა „ასტრონომიული ინდიანა ჯონსი“.[23] სიგერმა გამოიყენა ტერმინი „გაზის ჯუჯა“ მაღალი მასის სუპერდედამიწის ტიპის პლანეტისთვის, რომელიც ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. ტერმინი „გაზის ჯუჯა“ ასევე გამოიყენებოდა გაზის გიგანტებზე პატარა წყალბადისა და ჰელიუმის სქელი ატმოსფეროების მქონე პლანეტების აღსაწერად.[24][25] 2020 წლიდან მოყოლებული, სარა ფოკუსირებულია ვენერასთან დაკავშირებულ სამუშაოზე, კერძოდ ატმოსფეროს ზედა ნაწილში ფოსფინის, ბიოლოგიური კვალის მქონე გაზის პოტენციურ აღმოჩენაზე.[26]
სიგერმა შეიმუშავა დრეიკის განტოლების პარალელური ვერსია გალაქტიკაში საცხოვრებლად ვარგისი პლანეტების რაოდენობის შესაფასებლად.[27] რადიოტექნოლოგიების მქონე უცხოპლანეტელების ნაცვლად, სიგერმა დრეიკის განტოლება განიხილა სხვა ჭრილში. მას სურდა უბრალოდ დედამიწის მიღმა ნებისმიერი უცხო სიცოცხლის არსებობის დადგენა. განტოლება ფოკუსირებულია პლანეტების ძიებაზე ბიო კვალით, სიცოცხლის მიერ წარმოქმნილი გაზებით, რომლებიც შეიძლება დაგროვდეს პლანეტის ატმოსფეროში იმ დონემდე, რომ მისი აღმოჩენა შესაძლებელი იყოს დისტანციური კოსმოსური ტელესკოპებით.[27]
სადაც:
სიგერი დაჯილდოვდა 2012 წელს საკლერის პრიზით „ეგზოპლანეტების ატმოსფეროსა და შიდა კომპოზიციების ანალიზისთვის“,[28] ჰელენ ბ. უორნერის პრიზით ამერიკის ასტრონომიული საზოგადოებისგან 2007 წელს „ეგზოპლანეტების ატმოსფეროს აღმოჩენის, გააზრების, ანალიზისა და ფუნდამენტური ტექნიკის შემუშავებისთვის“.[29] 2004 მანდ მიიღო ჰარვარდის წიგნის პრემია ასტრონომიაში.[30] 2012 წელს დაინიშნა მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის წევრად და 2013 წელს აირჩიეს კანადის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების საპატიო წევრად. 2013 წლის სექტემბერში იგი გახდა მაკარტურის სტიპენდიატი.[31] იგი აირჩიეს ამერიკის ფილოსოფიურ საზოგადოებაში 2018 წელს.[32] ის იყო ელიზაბეტ რ. ლეირდის ლექტორი ნიუფაუნდლენდის უნივერსიტეტში 2018 წელს.[33] 2020 წლის 19 აგვისტოს სიგერი გამოჩნდა ლექს ფრიდმანის პოდკასტში (#116).[34]
2020 წელს იგი დაინიშნა კანადის ორდენის ოფიცრად.[35] მან მოიგო 2020 წლის Los Angeles Times-ის წიგნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პრიზი სამყაროს ყველაზე პატარა შუქებისთვის.[36]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.