From Wikipedia, the free encyclopedia
პლანეტოლოგია (ლათ. planeta და ბერძნ. logos – მოძღვრება) — მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის პლანეტებსა და მათ თანამგზავრებს; მზის სისტემასა და სხვა პლანეტურ სისტემებს ეგზოპლანეტებთან ერთად. კვლევის სფერო მოიცავს მრავალ ობიექტს, მიკრომეტეორიტებით დაწყებული აიროვანი გიგანტებით დამთავრებული. პლანეტოლოგია შეისწავლის პლანეტების შიდა და გარე გარსებსა და მათ თანამგზავრებს, ფიზიკურ ნივთიერებებსა და ქიმიურ შედგენილობას, ზედაპირის აგებულებას, აგრეთვე მათი ჩამოყალიბებისა და წარმოქმნის პირობებს.
პლანეტოლოგია მიეკუთვნება დისციპლინათშორის სამეცნიერო დარგს, რომელიც თავდაპირველად ჩამოყალიბდა როგორც დედამიწის და ფიზიკის შემსწავლელი მეცნიერება.[1] დღეისათვის პლანეტოლოგია აერთიანებს მრავალრიცხოვან სამეცნიერო დისციპლინებს, როგორებიცაა პლანეტური გეოლოგია (გეოფიზიკა, გეოქიმია), ფიზიკური გეოგრაფია (გეომორფოლოგია, კარტოგრაფია), ატმოსფერული მეცნიერება, თეორიული პლანეტოლოგია და ეგზოპლანეტების კვლევა. გარდა ამისა არსებობს სხვა მომიჯნავე დისციპლინები, როგორებიცაა: კოსმოსის ფიზიკა, ასტრობიოლოგია და დისციპლინები, რომლებიც სწავლობენ მზის გავლენას მზის სისტემის პლანეტებზე.
პლანეტოლოგიაში ერთმანეთთან დაკავშირებულია ექსპერიმენტული და თეორიული შტოები. კოსმოსურ სივრცეზე დაკვირვებითი შედეგები მოგვიანებით შესაძლოა გადაისინჯოს და დაზუსტდეს ექსპერიმენტული კვლევების ხარჯზე; უპირველეს ყოვლისა, ავტომატური კოსმოსური აპარატებით, აგრეთვე დისტანციური ზონდირებითა და ექსპერიმენტული სამუშაოებით დედამიწის ლაბორატორიებში. თეორიული მხარე შეიცავს კომპიუტერულ და მათემატიკურ მოდელირების საშუალებებს. მკვლევრები, რომლებიც დაკავებული არიან პლანეტოლოგიით უწევთ ასტრონომიის, ფიზიკისა და გეოლოგიის შესაბამის დარგებში გარკვევა.
ამჟამად მსოფლიოში არსებობს მრავალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და უნივერსიტეტი, რომელიც სწავლობს პლანეტოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთანავე ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო კონფერენციები, გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალები, რომელიც აღნიშნულ თემატიკას ეძღვნება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.