From Wikipedia, the free encyclopedia
სამება — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალშენის თემში[2]. მდებარეობს მდინარე ბარცხანის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1732 კაცი[1].
სოფელი | |
---|---|
სამება | |
სამების მონასტერი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ახალშენი |
კოორდინატები | 41°37′37″ ჩ. გ. 41°41′21″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
მოსახლეობა | 1732[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 %, რუსები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
XVII საუკუნის მიწურულს ბათუმს და მიმდებარე სოფლებს ფლობდნენ თავდგირიძეები. XVII საუკუნის ბოლოს გურიელმა თავდგირიძეს ბათუმის მხარე დაუმორჩილებლობის გამო წაართვა. თავდგირიძეების გვარის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა გონიოს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.