ყოროლისთავისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმის თემში[2]. მდებარეობს მდინარე ყოროლისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 120 მ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1079 კაცი[1]. სოფელში არის საჯარო სკოლა[3] შემონახულია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დარბაზული ეკლესია.

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
დახურვა

ისტორია

XVII საუკუნის მიწურულს ბათუმს და მიმდებარე სოფლებს ფლობდნენ თავდგირიძეები. XVII საუკუნის ბოლოს გურიელმა თავდგირიძეს ბათუმის მხარე დაუმორჩილებლობის გამო წაართვა. თავდგირიძეების გვარის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა გონიოს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.[4] საბჭოთა პერიოდში სოფელში გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.

დემოგრაფია

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1908[5]90
1911[6] 709
20021209[7][8]
20141079[1] 533546
დახურვა

ლიტერატურა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.