![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9a/Sabbioneta-piazza_ducale.jpg/640px-Sabbioneta-piazza_ducale.jpg&w=640&q=50)
საბიონეტა
From Wikipedia, the free encyclopedia
საბიონეტა (იტალ. Sabbioneta) — პატარა ქალაქი და კომუნა ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონის მანტუიას პროვინციაში. მდებარეობს ქალაქ პარმადან 30 კმ–ით ჩრდილოეთით, მდინარე პოს ჩრდილოეთ ნაპირზე. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 4 260 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |
---|---|
საბიონეტა Sabbioneta | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 45°00′00″ ჩ. გ. 10°49′00″ ა. გ. |
ფართობი | 37 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 18 მ |
ოფიციალური ენა | იტალიური ენა |
მოსახლეობა | 4 260 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 115.1 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 0375 |
საფოსტო ინდექსი | 46018 |
საავტომობილო კოდი | MN |
ოფიციალური საიტი | comune.sabbioneta.mn.it |
საბიონეტა XVI საუკუნეში ვესპასიანო I გონზაგამ დააარსა ძველრომაული ვია–ვიტელიანას გზატკეცილის გასწვრივ, მდინარე პოს ქვიშიან ნაპირზე. ქალაქის პირველი ჰერცოგი სწორედ გონზაგა იყო და მისთვის ის პერსონალურ რეზიდენციას და თავდაცვით ქალაქს წარმოადგენდა. მისსავე პერიოდში, საბიონეტა მცირე მუსიკალურ ცენტრად იქცა. მმართველი აქტიურად ცდილობდა სხვა ქალაქებიდან მოეზიდა ცნობილი კომპოზიტორები.
2008 წლიდან, ქალაქ მანტუასთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც რენესანსული ურბანული დაგეგმარების თვალსაჩინო ნიმუში.